LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამ მორიგ გადაგდებას არ აიტანენ – პოლიტიკოსები ელჩების განცხადებაზე

2019-2024 წლებში, სამინისტროებმა – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შედარებით – ევროკავშირიდან 11-ჯერ მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს

დაპოსტა 2024/07/16-ში
A A
2
ნახვა
გაზიარება

საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ინფორმაციას იმ დახმარების შესახებ, რომელიც 2019-2024 წლებში სამინისტროებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, სამინისტროებისთვის გამოყოფილი დაფინანსებსა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს 11-ჯერ აღემატება.

“2019-2024 წლებში, სამინისტროებმა – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შედარებით – ევროკავშირიდან 11-ჯერ მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს.

ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი 46.1 მილიონი ევროს 2/3-ზე მეტი განკუთვნილია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უშუალოდ მოსახლეობას უწევენ მომსახურებასა და დახმარებას”, – წერია განცხადებაში.

უფრო კონკრეტულად, ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით:

2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა- 46.1 მილიონ ევროა.

ევროკავშირის 46.1 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ 47 პროექტს:

  • ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა: 8.6 მილიონი ევრო
  • დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია: 8 მილიონი ევრო
  • ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება: 7.9 მილიონი ევრო
  • უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა: 4.9 მილიონი ევრო
  • კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები: 4.6 მილიონი ევრო
  • ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის: 4 მილიონი ევრო
  • დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება: 3.9 მილიონი ევრო
  • გარემოს დაცვა და კლიმატი: 2 მილიონი ევრო
  • საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა: 1.2 მილიონი ევრო
  • იურიდილი და სასამართლო სისტემა: 1 მილიონი ევრო

მათივე განცხადებით, “2019-2024 წლებში ევროკავშირისგან მიღებული 46.1 მილიონი ევროს ორ მესამედზე მეტი განკუთვნილი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებითვის საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, პროფესიული განათლება, მეწარმეობა, სოციალური სერვისები, ახალგაზრდების ჩართულობა და თემის განვითარება, კულტურის სფერო, გარემოს დაცვის ღონისძიებების გატარება.

დაფინანსების ერთი მესამედი განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, ხელს უწყობენ და თანამშრომლობენ სამთავრობო უწყებებთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ევროკავშირის სტანდარტების მიღება, გენდერული თანასწორობა და დეცენტრალიზაცია”.

საქართველოში ევროკავშირის დახმარების (2019 2024 წწ.) უმსხვილეს 10 ბენეფიციარს შორის შემდეგი სამთავრობო ინსტიტუტებია:

  • 111,55 მილიონი ევრო – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმმართველობები
  • 101,40 მილიონი ევრო – ფინანსთა სამინისტრო
  • 62,75 მილიონი ევრო – თავდაცვის სამინისტრო
  • 57 მილიონი ევრო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტოები
  • 5 მილიონი ევრო – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • 25,07 მილიონი ევრო – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები
  • 19 მილიონი ევრო – მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
  • 12,85 მილიონი ევრო – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • 10,5 მილიონი ევრო – შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • 4 მილიონი ევრო – მთავრობის ადმინისტრაცია

 (მე-11 არის საქართველოს პარლამენტი – 4.8 მილიონი ევრო)

გაზიარება1

დაკავშირებული -პოსტები

3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! – მშობელი წყალტუბოს მერს მიმართავს
მთავარი

"მიმართვა ქალაქის მერს! ბატონ გენადი ბალანჩივაძეს- გენადი ბალანჩივაძე / Genadi Balanchivadze მინდა, საჯაროდ მოგმართოთ საკითხზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალსა და განათლების უფლებას ეხება. სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც 3 დღე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
იმერეთში ტბა 7 ლარად  შეაფასეს და  3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს – რას ყვება ადგილობრივი
მთავარი

იმერეთში ტბა 7 ლარად შეაფასეს და 3 ლარად და 75 თეთრად გაყიდეს - რას ყვება ადგილობრივი  

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
5 რამ, რაც დაქორწინებულებმა საიდუმლოდ უნდა შეინახონ
მთავარი

„უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა,“ - ამის შესახებ დემოგრაფმა ლელა მენაბდიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე – მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მოთმინებით,...

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის ნიშნებით საბავშვო ბაღების 100-ზე მეტი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო – მიხეილ სარჯველაძე

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი ბავშვის მდგომარეობა გართულების რისკს არ შეიცავდა. „100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა,...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმაა ბათუმში

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
“დატბორვა და გზებზე გადაადგილების პრობლება” – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩაზე დაიტბორა.მოქალაქეების განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემები, აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილისა და აბუსერიძის ქუჩებზე შეიქმნა. გზებზე წყელმა შეაფერხა საავტომობილო მოძრაობაც. ადგილობრივები, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ, ამბობენ რომ ძლიერი...

დაწვრილებითDetails

თუ არის ჩვენი მხირდან რაიმე არასწორად გაკეთებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება – კახა კალაძე

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

მტკიცებით იმის თქმა, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც ამის გამორიცხვა არასწორია - ეს არის კახი კალაძის პირველი კომენტარი მერიის ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ. "ქართული ოცნების" ლიდერი "პირველების" კითხვის...

დაწვრილებითDetails

ციციშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 3 ბავშვი მოათავსეს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო, ამ ეტაპზე 8 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხიაძემ განაცხადა, ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის ჩივილით კიდევ 3 ბავშვი შევიდა...

დაწვრილებითDetails

ფსიქოგენური ცხელება – რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – ექიმის გაფრთხილება

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ფსიქოგენური ცხელება – რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – ექიმის გაფრთხილება
მთავარი

ბავშვებში ბოლო პერიოდში ფსიქოგენური ცხელების შემთხვევებმა იმატა - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. ექიმის განმარტებით, ფსიქოგენური ცხელების გამომწვევ მიზეზებს შორის, სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლოა ეკრანზე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმყოფებოდა

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
იმერეთში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმყოფებოდა
მთავარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო. შაიხა ნასერ ალ ნუვაისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"