LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2019 წლის 6 თვის განმავლობაში 207 ადამიანმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

2019 წლის 6 თვის განმავლობაში 207 ადამიანმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

დაპოსტა 2019/10/10-ში
A A
92
ნახვა
გაზიარება

2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა”,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლომჯარიას განცხადებით, ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში და “მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ აღიარა, რომ უნდა ჰქონდეს შემუშავებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, ჩვენს ქვეყანას ასეთი პროგრამა არ აქვს”.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ფსიქიკური პრობლემები ძალიან ხშირად გამოწვეულია ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებით.

“სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხები გვახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გარკვეული შემთხვევები სრულდება ძალიან ტრაგიკულად, სხეულის დაზიანებით ან უფრო მძიმე შემთხვევებით. ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში, გარკვეულწილად, ბოლო წლებში იზრდება საბიუჯეტო დაფინანსება, მაგრამ ძირითადად ეს თანხები მიემართება ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. გარკვეულ სტაციონალურ- ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნამდვილად გაუმჯობესდა ვითარება, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური და არასაკმარისი იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სფეროში არსებობს.

პირველ რიგში ეს არის ის, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ, რომ გადავიდეთ თემზე დაფუძნებულ სერვისებზე, სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ გვაქვს ე.წ.სტაციონალური ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ აღნიშნულ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე. გარდა ამისა, ძალიან პრობლემატურია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო გასულ წელს. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე შეფასებით, ძალიან ხშირად ფსიქიკური პრობლემები გამოწვეულია ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებით და ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოში არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის.

„ხშირად პაციენტს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები განუვითარდა ამ ნიადაგზე, მას ვერ გაეწევა დროული და სათანადო მკურნალობა იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ნარკოლოგიურ დაწესებულებებში არ აქვთ სათანადო შესაძლებლობები, რომ ფსიქიატრიული მიმართულებით უნკურნალონ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კი ნარკოლოგიური პაციენტების მართვის უნარები არ აქვთ”,- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება.

თეგები: თვითმკვლელობანინო ლომჯარიასუციდიფსიქიკური ჯანდაცვა
გაზიარება86

დაკავშირებული -პოსტები

პარლამენტში,პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება - რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლები კი აღარ გაიმართება. პარლამენტის რეგლამენტში მთელი რიგი ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის 220-ე მუხლს...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო და ვერცხლი იაფდება. ფასების კლების ტენდენცია უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 285 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 500-დან 100 ათას ლარამდეა

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მიმდებარე ზონებში, გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებელი მშენებლობისა და საქმიანობისთვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება. აღნიშნულის შესახებ, მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე წარადგინა. განმარტებითი ბარათის თანახმად, არსებული კანონმდებლობა...

დაწვრილებითDetails

ცვლილება პედაგოგებისთვის

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენას გულისხმობს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სისტემაში არსებული დეფიციტის მართვისა და ხარისხიანი განათლების...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების დანაშაული გახსნა. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015-2018 წლებში, ბრალდებულმა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიდინა მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულები და...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მდინარეში გადავარდა-არის მსხვერპლი

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
ავტომობილი მდინარეში გადავარდა-არის მსხვერპლი
მთავარი

ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისთან ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა მდინარე ლიახვზე მოხდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ავტომობილის ამოყვანისას...

დაწვრილებითDetails

წვიმა, ელჭექი, სეტყვა – სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

ტყუპებზე ორსული ქალი მშობიარობას გადაჰყვა – ექიმებმა ბავშვების გადარჩენაც ვერ შეძლეს

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
5 თვის ნაყოფი დაიღუპა –  როგორია ქალის მდგომარეობა, რომელსაც მანქანა დაეჯახა
მთავარი

თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მშობიარობას გადაჰყვა, ტყუპებს ელოდებოდა, დედა და...

დაწვრილებითDetails

დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება – ახალი კანონპროექტი

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
რა შემთხვევაში ვერ განქორწინდება ცოლ-ქმარი
მთავარი

შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტის მხრიდან წესების დარღვევის პირველ ჯერზე აკრედიტაცია ერთი თვით, მეორე ჯერზე კი ერთ წლამდე ვადით შეჩერდება – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილის განმარტებით, ცვლილებები ეხება როგორც ცალკეულ ჟურნალისტებს, ასევე მთლიანად მედიასაშუალებებს. ცვლილების თანახმად, პარლამენტის აკრედიტაციის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ცალკეულ ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"