“როდესაც შენ ახორციელებ ძალადობას, ე.ი. ახორციელებ გინებას, მისდევ ადამიანს მოსაკვალვად. მოსაკლავად ქვია ადამიანს ე.წ. “ტაბურეტკა “სკამით რომ გაეკიდები, შეიძლება ის შემოგაკვდეს, იმიტომ რომ ეშმაკი ყოველთვის იყენებს არეულ სიტუაციას. მომხრე ვარ , შესაძლებელია სურვილისამებრ, რომ ნებისმიერმა ქრისტიანმა მისი პროტესტი ცოდვისადმი გამოხატოს მშვიდობიანი ლოცვით, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით ეს არის სარწმუნოებრივი მოთხოვნილების ერთ-ერთი გამოხატულება ლოცვა, პარაკლისი. მაგრამ როცა შენ ოდნავადაც ხელი გაგირბის ცემისკენ ,ძალადობისკენ, გინებისკენ, უბრალოდ ხელით შეხებისკენ უკვე შენ იქ ქრისტიანობასაც ღალატობ, შენს ქვეყანასაც ღალატობ , იმ პრინციპებსაც ღალატობ რომელსაც ვითომ იცავ და რეალურად გამოდიხარ იმაზე უარესი რასაც შენ ებრძვი. 2013 წლის 17 მაისს რაც მოხდა მე იმას ვამართლებდი, ახლა ამას რომ ვამბობ მრცხვენია”. ისტორიის დოქტორმა და თეოლოგმა, ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ 2013 წლის 17 მაისი და ოჯახის სიწმინდის დღე, გადაცემაში “შუადღე ქუთაისში” შეაფასა
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....










