“ვფიქრობთ, რომ ყოველ 20 ივნისს მოღალატე ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ თავი, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვეგუებით საქართველოს რუსიფიკაციას.
2019 წლის 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პირველად უღალატა მასშტაბურად ქართველ ხალხს და გავრილოვი ჩასვა თავმჯდომარის სავარძელში, შემდგომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა… (“ქართული ოცნება” მოსვლის დღიდან ღალატობს ქართულ ეროვნულ იდეებს)
აქციის ღონისძიება ჩაინიშნება უახლოეს პერიოდში და მალევე გაიგებთ ზუსტ დროს” , -წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა დაფიონი










