დასავლეთ სალონიკში 14 დეკემბერს 24 წლის ქართველმა 2 საათში 8 ობიექტი გაძარცვა.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
„მოქალაქის ვინაობის დამადასტურებელი დეტალები და ფოტოები გამოქვეყნდა. ის დააკავეს 13-12-2022 და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები: ქურდობის, ძარცვის მცდელობის, დაუმორჩილებლობის, იარაღის უკანონო ტარებისა და გამოყენებისთვის“, – ნათქვამია სტატიაში.
ბრალდებულმა, ასევე, აღიარა, რომ ძარცვა 2 თანამზრახველთან ერთად ჩაიდინა, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაძარცვი დაახლოებით 15 000 ევროს შეადგენს.
გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებული, რომელმაც თავი რეპის მუსიკოსად გამოაცხადა, ციხიდან ოთხი თვის წინ გათავისუფლდა.









