გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლებს უკვე დიდი ხანია კანალიზაციის პრობლემა აწუხებთ, მოსახლეობის განცხადებით, კანალიზაციის ცენტრალური მილი ხშირად იჭედება და სახლები ეტბორებათ. მათი თქმით იმის მიუხედავად, რომ წყალკანალიდან მოდიან და ხდება მილების გასუფთავება, პრობლემა არ გვარდება და მილები მალევე იჭედება. მოსახლეობა კანალიზაციის გაჭედვას, მიმდებარედ არსებულ კაფე-ბარების სიმრავლეს უკავშირებს.
,,ჯერ ქუჩა გააკეთეს,კანალიზაციის მილების გამოცვლას კი 2022 წელს აპირებენ, თუმცა მანამდე ჩვენ რა გვეშველება არ ვიცი”- განაცხადა ტაბიძის ქუჩის 9 ნომერში მცხოვრებმა ლუიზა კვარაცხელიამ.
არსებულ პრობლემაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელის ბექა ბარბაქაძის განცხადებით ტაბიძის ქუჩაზე არსებული კანალიზაციის სისტემა გამართულად მუშაობს.
ამ პრობლემას ქმნის, ტაბიძის ქუჩაზე არსებული კომერციული ობიექტები, რომელთაც არააქვთ დაყენებული ცხიმ დამჭერები, ამიტომ როცა იჭედება ჩვენი სამუშაო ჯგუფი ოპერატიურად მიდის ადგილზე და ასუფთავებს კანალიზაციის მილებს, ამიტომ აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, პრობლემა ბარ-რესტორნებშია- განაცხადა ბექა ბარბაქაძემ