ყოფილი პრემიერმინისტრისა და პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნებს აფასებენ როგორც “არასამართლიანს”. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა და არჩევნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“რა მოხდა არჩევნების დღეს? არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, კარუსელებს.
ამიტომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართაველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია”, — აცხადებს ის.