2 მაისობას ქუთაისში ამერიკული ჯაზ ბენდი კონცერტს გამართავს. ინფორმაციას საელჩო და წერეთლის უნივერსიტეტი ავრცელებს :
,,2 მაისს, 18:00 საათზე, “ქუთაისობა 2022″-ის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წითელ დარბაზში გაიმართება ამერიკული ჯაზ-ბენდის კონცერტი.
კონცერტი ტარდება საქართველოში ამერიკის საელჩოს ინიციატივით და ეძღვნება საქართველო-ამერიკის ურთიერთობის 30 წელს.
დასწრება თავისუფალია.”










