“გაბედეს” აქტივისტის მიხეილ გეგეშიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “გაბედეს” ქუთაისის მერიის მიერ გამოწერილი ჯარიმა გააუქმა. მოსამართლე ციცინო კიკვიძის გადაწყვეტილებით, მიხეილ გეგეშიძე 2 თვის წინ, მესხიშვილის თეატრის წინ მდებარე ბუჩქების .წ ბიძინას სათამაშოებით მორთვისთვის, 1000 ლარით არ დაჯარიმდება. სასამართლომ გეგეშიძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
“გაბედეს” აქტივისტებმა და გოგი წულიამ 11 დეკემბერს, მთავარ ნაძვის ხეზე პოლიტიკოსების გამოსახულებით სათამაშოების დაკიდება სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. საბოლოოდ, მოძრაობის წევრებმა თეატრის წინ ბუჩქები მორთეს.