პოლიციამ ლუკა კურტანიძე დააკავა.
პოლიციის ცნობით, კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.
გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა და 180-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ლუკა კურტანიძემ ყოფილ ცოლს სცემა – კურტანიძე ქალს ქობულეთში მდებარე სახლში შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ვიდეო ცოტა ხნის წინ ,,ტვ პირველმა” გაავრცელა.










