„გააპარტყუნე ყურები“, – ქუთაისში ხელოვანები ხელოვნების პარკისთვის ტერიტორიის გამოყოფას მოითხოვენ. მათ
აქცია-პერფორმანსი გაიმართეს.
მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არტისტებმა ყურის ფორმები მიიტანეს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულობენ. ხელოვანები პროექტის განხილვის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ან ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრასაც ითხოვენ.
არტისტები პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას გეგმავენ.