15 თებერვალს, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარიას 2 ქვეითი ემსხვერპლა.
ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. როგორც ცნობილია, ორი ავტომობილი ერთმანეთს სიჩქარეში ეჯიბრებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. ქალები, რომლებიც ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლნენ მეზობლები იყვნენ.
როგორც ცნობილია, ავარიაში დაღუპული ერთ-ერთი ქალის, მაკა ქურდაძის ოჯახში მსგავსი ტრაგედია 16 წლის წინაც დატრიალდა. მისი რძალი მძღოლის დაუდევრობამ იმსხვერპლა. რძალ-მულის ტრაგიკული ბედის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის წევრი წერს. მამიდას იხსენებს ძმიშვილი ბექა ქურდაძე:
,,დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს პოსტი… არ მიყვარს მსგავსი პოსტების დაწერა ზოგადად და ჩემი ტკივილის სხვებთან საჯაროდ გაზიარება, ვწერ მხოლოდ იმიტომ რო გაიგოთ ყველამ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს ? ვერ ვპოულობ სიტყვებს? დედა 11 წლის ასაკში ავარიით გარდამეცვალა ახლა მამიდა ისევ ავარიით ვიღაცის დაუდევრობის და სიჩქარის გადაჭარბების გამოოოოო!!! ? ხალხო იარეთ ნელა სხვის სიცოცხლეს მაინც გაუფრთხილდით თქვენსას თუარ უფრთხილდებით? ორი ქალი რომელიც ყველაზე მეტად მიყავრდა ამქვეყნად დღეს ღმერთს ებარებით ვიცი ერთად იქნებით მჯერა ? ჩემი მამიდა იყო ჩემი მეორე დედა და ისიც აღარ მყავს? მომენატრები მიყვარხარ” – წერს სოციალურ ქსელში ავარიისას ტრაგიკულად დაღუპული მაკა ქურდაძის ძმისშვილი ბექა ქურდაძე.
,, უზომოდ მენანებით ამ ტკივილისთვის
სკოლის მერხზე შეეზარდნენ ერთმანეთს რუსო და მაკა.
მერე რძალ – მული გახდნენ და ერთად ზრდიდდნენ რუსოს და მახოს ბიჭებს – ბექას და ბაჩოს.
მერე, თექვსმეტი წლის წინ, ტუტუცი მძღოლის მიერ მანქანის გადაჭარბებული სიჩქარის გამო რუსო იმქვეყნად გაფრინდა.
მერე მის ბიჭებს დედობა მაკამ გაუწია და თავისი ორი ბიჭიც ძმებად დაუზარდა.
მერე, ორი დღის წინ, ორი ტუტუცი და უმეცარი, სავარაუდოდ გონება მხოლოდ მანქანის საჭის ტრიალის ინსტინქტს რომ კარნახობს, ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ “საგონკაოდ” გამოეთრა და ახლა მაკა შეიწირა.
რა და როგორ დატოვეს ვერ დავწერ, რადგან არ ვკითხულობ, ვერ გაუძლებს ჩემი დღემდე მყიფე მდგომარეობა ამის გაგებას. ისიც ძალიან მიჭირს რაც გავიგე. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია.
ახლა ოთხი ბიჭი დარჩა ობლად…
ისევ იმეგობრებენ რუსო და მაკა და ალბათ, ბევრს ისაუბრებენ და იდარდებენ აქაურ გაფუჭებულ ცხოვრებაზე.
P.S. მანქანის გაზის პედალს ფეხს მანამ ვაჭერ, სანამ საჭით მანქანის დამორჩლება და ათ მეტრში მოხვევის გარეშე დამუხრუჭება შემიძლია. ამ დროს ასიდან 98% მძღოლისია, დანარჩენი ორი ბედის ამბავია.
ჩემი თავის გამო კი არ ვიქცევი ასე, ქუჩაში ძაღლი, კატა, ჩიტი რომ გამომიხტეს, მაგათ ვერიდები, ადამიანებზე აღარ გავდივარ….
შენს თავს რომ იმეტებ, უმეცარო და ტუტუცო, სხვას რას ერჩი???
მის შვილებს და დედას (რომელსაც სამძიმარს ვერასოდეს ვერ შევბედავ) რას ერჩი???
დააყენო უნდა ახლა ის ორი მაკას პანაშვიდებზე და თვალი არ მოაცილებინო ჭირისუფლისთვის და ობოლი ბავშვებისთვის…..
ციხე არაფერია, ციხით არაფერი გამოსწორდება.
თუ გვინდა ეს გამოსწორდეს, ასტრონომიული თანხის ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბებაზე, თუნდაც 10 _ით და ასეთ შემთხვევაში, მართვის უფლების ჩამორთმევა სამუდამოდ.
ერთადერთი პრევენცია ეს შეიძლება.
უფალმა დაუამოს იარები მაკას ????????????????
PP.SS. ასაკის გამო შურა დეიდას ვეღარ ვტირი. მაკასთან ერთად ისიც დაიღუპა. ისიც მოაკლდა მის შვილებს და შვილიშვილებს.
გვაპატიოს მისმა სულმა, მაკამ რუსოს ტრაგედია გაგვიცოცხლა და ვეღარ მივაქციეთ ყურადღება შურა დეიდას. ” – წერს ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში.
ავარიის შესახებ ორი ვერსია გავრცელდა, ერთის მიხედვათ ავტომობილების საჭეებთან გოგონები ისხდნენ, მეორე ვერსიით კი მძღოლები გოგო და ბიჭი იყო.
პოლიციამ საქმეზე ერთი მამაკაცი დააკავა, მას ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს.










