15 აპრილი 2022 კიევი
1. Ყველაფრისგან უნდა ისწავლოს ჭკვიანმა ადამიანმა და ერმა. Უკრაინამ მოგვცა გაკვეთილი თუ როგორ შეიძლება გაიმარჯვოს სუსტმა. Ფორმულა: გმირობა ერის + გმირობა ჯარის + გმირობა პოლიტიკოსების.
2. ამ ფორმულამ გამოიწვია მსოფლიოს უპრეცედენტო მხარდაჭერა და დღეს კიევში ბაიდენის ვიზიტი განიხილება. Ვერავინ ვერაფერს იზამდა შტატების კურთხევის გარეშე. Ველით ანქელ ჯოს მაიდანზე.
3. “Რაღაც დამპალა დანიის სამეფოში” – ბუნკერის პრინცი ვირთხის დღეშია. Ვეღარაფერს აკონტროლებს უახლოეს გარემოცვაში. Ყველას ასე დაემართება ვინც ჭკვიან ხალხს მოიშორებს და ირგვლივ მხოლოდ ტაშის მკვრელებს შემოიკრებს.
4. შავის ზღვის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი “მოსკოვი”, რომელიც 3 წელი შენდებოდა და 750 მილიონი დოლარი დაჯდა, დადᲐსტურებულად ჩაიძირა. Ცოტა კი იბუქსავა ჟირინოვსკივით, მაგრამ ვეღარ დამალეს ბოლომდე. “Მოსკოვი” იყო მთავარი მზვერავი და დამრტყმელი, მისი დაკარგვა ნიშნავს რომ რუსეთი ვეღარ გააკონტროლებს შავ ზღვას “ვერადროს”!!!
5. Დვორნიკოვმა ცოცხს მოკიდა ხელი და წმენდა დაიწყო თავდაცვაში. Ნუ ასე დაემთხვა თორე. Შოიგუს გული ატკინეს. 20 გენერალი დააპატიმრეს. Დააგვიანდა ვოვას სოსოობა. Ტუხაჩევსკიდან ჟუკოვამდე რუსებს ტრადიციად აქვთ გმირების გამოყენება და გადაგდება. Ბაგრატიონზე არაფერს ვამბობ.
6. Არამხოლოდ თავდაცვაში უშიშროებაშიც დაოწყო წმენდა, 150 მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს. ეს კატასტროფაა მაგრამ ის ხალხი არ დარჩება უმუშევარი. Სხვა ბანაკში გადავლენ და კატასტროფა მერე ნახოს პუტინმა.
7. Ლექსი ვიცოდი ბავშვობაში, ასე მთავრდებოდა –
თხამ კი წვერის ცანცარით
– იარეთო ცალცალი.
გაიარეს ცალცალად
ტურამ წააცანცალა.
საქართველოს დელეგაცია მოდის ცალცალკე. Მოვიდნენ და თუ უნდათ ნახნახევარი წამოვიდნენ.
8. Ქართული ლეგიონი კარგადაა. Სხვები იბრძვიან, მე ჯერ ვსწავლობ. Მოსკოვის ალყა მომიწევს ალბათ. წეღან მეგობარს ვუთხარი – ხო იცი რო ცოტა გიჟი ვარ, ჰოდა შესაბამის ადგილზე მოვხვდი?? ამ გულანთებულ ბიჭებზე ძებნა გამოაცხადა რუსეთმა. Იმედია როცა ჩამოვალ არ გადამცემს ჩემი “გარეთ მხდალი, შინ ძლიერი” სამშობლო.
Მგონი სულ ეს იყო ამ დილისთვის
ზვიად ბაღდავაძე