ბათუმში, კლუბ “სოჰოს” მიმდებარე ტერიტორიაზე 30 ივლისს სამი ადამიანი დაჭრეს.
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ერთ-ერთი პირი მძიმედაა დაჭრილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.










