„1300-ზე მეტ სოფელში დღესაც არ არსებობს წყალგაყვანილობა“-ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის პროგრამების მენეჯერმა ნოდარ ჯიქიამ განაცხადა. პრობლემის მოგავრებას ა/ო თანადაფინანსებით მუნიციპალიტეტებთან ერთად გეგმავს. ამისათვის ად. თვითმმართველობებთან მემორანდუმები გაფორმდება და გამოცხადდება საგრატო კონკურსი-განაცხადა ჯიქიამ . პროექტი იმერეთის 12 და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ჯარიმა 500-დან 100 ათას ლარამდეა
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მიმდებარე ზონებში, გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებელი მშენებლობისა და საქმიანობისთვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება. აღნიშნულის შესახებ, მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე წარადგინა. განმარტებითი ბარათის თანახმად, არსებული კანონმდებლობა...










