ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. გარდაიცვალა ემიგრანტი თელაველი ეკა ჯიქურაშვილი რომელიც 13 წელი საბერძნეთში ათენში იმყოფებოდა. ივერ მიდიოდა საქართველოში რომ თავისი 4 შვილი და 6 -სი უცნობი შვილიშვილები ენახა როგორც კი საბუთი აიღო წავიდა საქართველოში მაგრამ იგი საბედისწერო გახდა მისთვის… ჩასვლიდან ექვს დღეში გარდაიცვალა.
ენატრებოდა ოჯახი და საქართველო ეღირსა მის მიწაზე ფეხის დადგმა და სული დალია… სიცოცხლით სავსე უკეთილშობილესი ქალბატონი, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა საქართველოში მის მიწაზე….. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო , ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა.
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აუღწერელი ტკივილი ემიგრანტებია…
“ახლაც ის დროა,როცა ქართველი,გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო.
ვაი, რომ ძალიან ძნელია და უზომოდ ტკივილიანი ეს დღე შენი უბედური ოჯახისთვის.
რა დაუნდობელი ყოფილა ეს ცხოვრება. ნუთუ არ შეიძლებოდა, ეს ვირუსი გადაგეტანა… ყველას ემახსოვრება შენი დიდი სითბო და სიყვარული.
ულმობელმა სიკვდილმა გაგვტაცა შენი თავი. ყველასთვის კარგი და კეთილი ადამიანი იყავი. ალბათ, უფალმაც ამიტომ გადაგიყვანა თავისთან, მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი.
ყოველთვის მოგიგონებთ და გვემახსოვრები. ვერავინ და ვერაფერი შეცვლის შენს ადგილს. ჩვენს დამსხვრეულ გულებში შენი სიყვარული ყოველთვის იცოცხლებს. მხოლოდ მოუშუშებელ იარად დაგვრჩება შენი არყოფნა.
შენი ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს ყოველთვის ემახსოვრებათ შენი ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, ჩვენო უიღბლო, ჩვენო გაუხარელო, ჩვენო უსახელო გმირო ქართველო ემიგრანტო…









