13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა.
ბიჭი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 2020 წლის 18 ივნისს დაიკარგა.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა ხომ არ არის საქმეში რაიმე სიახლე და ილია ფილფანის მამას, დავით ფილფანს დაუკავშირდა.
„ახალი ინფორმაცია არ გვაქვს, თითქმის თეთრმეტი თვის განმავლობაში, გამოძიებას არ ჰქონია პროგრესი საწყისი წერტილიდან. პოლიცია ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ და გააკეთეს რაც საჭირო იყო.
მე ამჟამად საქართველოში, სვანეთში ვარ, ჩემი ცოლი წავიდა, მას სეროზული სამუშაო აქვს. მე ვერ წავალ, იმედი მაქვს, ველოდები რომ იქნება ახალი ინფორმაცია.
იმედი, რომ გამოჩნდება რა თქმა უნდა გვაქვს, ჩვენ მას დაველოდებით, სანამ არ ვიპოვით პასუხს ამ ამ სიტუაციის ახსნაზე“, – ამბობს დავით ფილფანი.
ცნობისთვის, 13 წლის ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ილია ფილფანის დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.