LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა

დაპოსტა 2024/06/13-ში
A A
17
ნახვა
გაზიარება

13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა.  2015 წელს მდინარე ვერე ადიდდა, რის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

მივყვეთ ქრონოლოგიურად:

ყველაფერი 23:35 საათზე დაიწყო – სტიქიას საფუძველი თრიალეთის ქედის კალთებზე ჩაეყარა. წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, დაცურდა კლდის მთლიანი ფენა. სპეციალისტები იხსენებენ, რომ მთას დაახლოებით 1,2 მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა მოწყდა. ჩამოშლილმა მიწამ გზის 650-მეტრიანი მონაკვეთიც წაიღო. ღვარცოფი დედაქალაქისკენ დაიძრა. მას თბილისამდე 10 კილომეტრი აშორებდა.

23:50 – დაძრულმა მასამ მდინარის გამტარი გვირაბი გაჭედა, რომელიც მალევე მდინარემ გაარღვია. გვირაში გაიჭედა ერთი მანქანაც. წყლის მასამ თანდათან მოიმატა, გართულდა მოძრაობა და წყალმაც ნელ-ნელა ყველაფერი დაფარა, მათ შორის – სახლები.

ამ დრომდე, ახალ გზაზე მოძრაობა ჩვეულებრივად გრძელდება. გვირაბთან მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე არავინ იცის.

00:35 – როდესაც ვერეს ხეობაში მაშველები მივიდნენ, ადგილობრივი ივლიტა ჯიბუტი, მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად დახმარებას ითხოვდა. მათ დასახმარებლად მაშველები წყალში შევიდნენ. ამ დროს წყალს სახლი უკვე გატაცებული აქვს, ივლიტას მეუღლე ხეს ეჭიდება და იქვე მყოფ გოგოებს ხელით იჭერს. თუმცა, ცოტა ხანში მოვარდნილმა წყალმა სამივე გოგო გაიტაცა. ივლიტას მეუღლე კი მაშველებმა გადაარჩინეს…

00:40 – იძაბება მოვლენები სვანიძის ქუჩაზეც. სულ მალე წყლის მასა წყნეთის ქუჩის მიმართულებით დაიძრა. წყალმა მომატება დაიწყო. ღვარცოფი მტკვართან დამაკავშირებელ გვირაბს დაეჯახა, ჩახერგა და ტალახში შერეულმა მასამ დაგუბება დაიწყო. რამდენიმე წუთში წყლის დონემ 10 მეტრს მიაღწია და გვირაბის ზევიდან გადავიდა.

განსაკუთრებით დრამატულად კი მოვლენები ახალ გზაზე განვითარდა.

მდინარე ვერეს ხეობაში მყოფი ადამიანები საფრთხის პირისპირ აღმოჩნდნენ. ხეობაში მოვარდნილმა წყალმა მობინადრეებთან ერთად წაიღო სახლებიც. სამაშველო ოპერაციისას ერთი მაშველი, ზურაბ მუზაშვილი ადგილზე დაიღუპა. ცნობილი ხდება, რომ საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ, ტრაგედიის ღამეს, მან 7 ადამიანი გადაარჩინა.

02:30 – წყალმა მთლიანად დაფარა ზოოპარკი. მოვარდნილ ღვარცოფს მისი სამი თანამშრომლი ემსხვერპლა. ზოოპარკის 600 მობინადრიდან ცხოველების ნახევარი დაიხრჩო, ნაწილმა კი გაქცევა შეძლო. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა ქალაქში სპეციალური დანიშნულების რაზმები გამოიყვანა იმისთვის, რომ მტაცებლებს ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხე არ შეექმნათ.

მეორე დილას, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო/ვიდეო, სადაც ღვარცოფის დროს, ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი სახლის კონდიციონერზე შემომჯდარი დათვის ბელია ასახული.

წყალდიდობის შემდეგ, ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. დღის განმავლობაში, ქალაქში ვნახეთ ბეჰემოტი ბეგი, რომელიც ამ დღის სიმბოლო გახდა და მსოფლიოს ყველა წამყვანი მედიასაშუალების ობიექტივშიც მოექცა.

თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ დაკარგულ ვეფხვებს… ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

13 ივნისის ტრაგიკული მოვლენები დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ, მდინარემ გვირაბის გარღვევა შეძლო და მტკვარს შეუერთდა.

13 ივნისს გარდაცვლილები:

ნუგზარ ბუაძე;

დავით გაბიტაშვილი;

ჟანა ეგიაზაროვა;

ნანა ფილიშვილი;

ელზა ზარანდია;

ინდირა ზარანდია;

გურამ პეტრიაშვილი;

მარიამ ქუთელია;

ნინა შუტკოვა;

ივლიტა ჯიბუტი;

ნატა ნინაშვილი;

სულიკო ნოზაძე;

ზურაბ მუზაშვილი;

კარპო ენუქიძე;

ოთარ ცუხიშვილი;

ელიზბარ ბაღაშვილი;

გივი დვალი;

ლიანა ეგიაზაროვა;

სვეტრალა ეგიაზაროვა;

მალხაზ ჭიტაძე;

გულიკო ჭიტაძე.

13 ივნისს დაკარგულები:

სერგო კაპანაძე;

ბექა ბუთურიშვილი.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 13 ივნისს ერთმანეთს 9 გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა დაემთხვა. მათ შორის მეწყერი, ღვარცოფი, უხვი ნალექი და წყალმოვარდნა. საერთო ჯამში, თბილისს 100-მილიონიანი ზარალი მიადგა.

მანამდე კი, მდინარე ვერე 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებშიც ადიდდა. 1972 წელს ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა საცხოვრებელი სახლები დაფარა და ავტომანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.

 

Mtavari.tv

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

,,თეატრალური იმერეთი 2026″-ის გამარჯვებულები ცნობილია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
,,თეატრალური იმერეთი 2026″-ის გამარჯვებულები ცნობილია
კულტურა

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2026" დასრულდა. ფესტივალის ნომინაციებში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია 1. ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი-,,ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ’’ რეჟისორი გოჩა კაპანაძე (ხონის თეატრი) 2. ნომინაცია - საუკეთესო რეჟისურა -,,უბედურება’’...

დაწვრილებითDetails

ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

ურეკში, ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სანაპიროზე, კარავში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ ბავშვი გამოეპარათ. როგორც შსს-ი აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა 

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდები საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების შენობებში გახსნი საგამოცდო ცენტრებში დღეს დილის 9 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაწიყო. მეორე სესიაზე აბიტურიებტი 3 საათზე შევიდნენ.  2026...

დაწვრილებითDetails

თბილისში, მოქალაქე დააყაჩაღეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მამაკაცმა მოქალაქე დააყაჩაღა. სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 3 ივლისისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6424 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6431 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

“თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა” – ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

მარიამის დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს, პატარას ეპილეფსია აქვს და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება : "ჩემი მარიამი მიმყავს თურქეთში მარიამს აქვს უმძიმესი დიაგნოზები: ეპილეფსია (ვესტის სინდრომი), თავის ტვინისა და მხედველობის ნერვის...

დაწვრილებითDetails

კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს – ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ, სხვადასხვა სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 2, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მიგრაციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"