LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

11 778 სტიქიური უბედურება და 2 მილიონზე მეტი დაღუპული ადამიანი – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემები

დაპოსტა 2023/08/09-ში
A A
59
ნახვა
გაზიარება

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ახალი მაჩვენებლის თანახმად, ექსტრემალურმა ამინდმა, კლიმატმა და წყალთან დაკავშირებულმა მოვლენებმა 1970-დან 2021 წლამდე 11 778 სტიქიური უბედურება გამოიწვია, რომლის დროსაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო გლობალურ ეკონომიკას 4,3 ტრლნ დოლარის ზარალი მიადგა. მონაცემები WMO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

მხოლოდ 2020 და 2021 წლებში სტიქიური უბედურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სულ 22 608 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, WMO-ს დასკვნით, წინა ათწლეულის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, სიკვდილიანობის შემდგომ შემცირებაზე მიუთითებს. თუმცა გაიზარდა ეკონომიკური ზარალი, რომლის უმეტესობაც ქარიშხლის კატეგორიას მიეკუთვნება.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც 1970-2019 წლების პერიოდს ეხებოდა, ეკონომიკური ზარალი 3 ტრლნ ევროზე მეტს შეადგენდა. ამჯერად WMO შენიშნავს, რომ, მართალია, ეკონომიკური ზარალი გაიზარდა, მაგრამ გაფრთხილების გაუმჯობესებულმა ადრეულმა სისტემებმა, სტიქიური კატასტროფების მართვის კოორდინირებულმა მენეჯმენტმა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ადამიანთა მსხვერპლი შეამცირა. სტიქიური უბედურებების შედეგად მსოფლიოში დაფიქსირებული სიკვდილიანობის 90%-ზე მეტი განვითარებად ქვეყნებში მოხდა.

51 წლის განმავლობაში მხოლოდ აშშ-მა 1,7 ტრლნ დოლარის ზარალი განიცადა, რაც მსოფლიო ეკონომიკური ზარალის 39%-ს შეადგენს. ნაკლებად განვითარებულმა ქვეყნებმა და მცირე კუნძულოვანმა განვითარებადმა სახელმწიფოებმა, მათი ეკონომიკის ღირებულებასთან შედარებით, არაპროპორციულად მაღალი ზარალი განიცადეს.

სტიქიური მოვლენების შედეგები რეგიონების მიხედვით 1970-დან 2021 წლამდე:

  • აფრიკა – 1 839 სტიქიური უბედურება; დაიღუპა 733 585 ადამიანი, რომლის 95% გვალვას ემსხვერპლა. ეკონომიკური ზარალი 43 მლრდ დოლარი.
  • აზია – 3 612 სტიქიური კატასტროფა; 984 263 დაღუპული ადამიანი, რამაც მსოფლიოში დაღუპულთა საერთო როდენობის 47% შეადგინა. სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ტროპიკული ციკლონები იყო. ეკონომიკურმა ზარალმა 1,4 ტრლნ დოლარი შეადგინა. აზიაში დაღუპულთა ყველაზე მეტი რიცხვით ბანგლადეში გამოირჩევა, სადაც 281 მოვლენას 520 758 ადამიანი ემსხვერპლა.
  • სამხრეთ ამერიკა – 943 სტიქიური უბედურება, რომელთაგან 61% წყალდიდობაა. დაიღუპა 58 484 ადამიანი, ხოლო ეკონომიკურმა ზარალმა 115,2 მლრდ დოლარი შეადგინა.
  • ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი – 2 107 სტიქიური მოვლენა. დაიღუპა 77 454 ადამიანი; ეკონომიკური ზარალი 2.0 ტრლნ დოლარი, რაც მსოფლიო ეკონომიკური ზარალის 46% შეადგენს. უმეტესი ნაწილი ქარიშხალთან დაკავშირებულ კატასტროფებს, კერძოდ, ტროპიკულ ციკლონებს მიეკუთვნება.
  • სამხრეთ-დასავლეთ წყნარი ოკეანე – 1 493 სტიქიური კატასტროფა; დაიღუპა 66 951 ადამიანი. სიკვდილის მთავარი მიზეზი ტროპიკული ციკლონები იყო. ეკონომიკური ზარალი 185,8 მლრდ დოლარი.
  • ევროპა – 1 784 სტიქიური უბედურება. დაიღუპა166 492 ადამიანი, რაც მსოფლიოში დაღუპულთა 8%-ს შეადგენდა. სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ექსტრემალური ტემპერატურა იყო. ეკონომიკური ზარალი 562.0 მლრდ დოლარს შეადგენს, რისი მთავარი მიზეზიც წყალდიდობებია.

WMO-მ ეს მაჩვენებლები სიკვდილიანობისა და ეკონომიკური დანაკარგების ატლასის (Atlas of Mortality and Economic Losses) ფარგლებში განაახლა, რომელიც 50-წლიანი პერიოდის ამინდის, კლიმატისა და წყლის ექსტრემალურ მოვლენებს ეხება. წინა ანგარიში 1970-2019 წლებს მოიცავდა.

WMO-მ ახალი დასკვნა მსოფლიო მეტეოროლოგიური მე-19 კონგრესისთვის გამოსცა, რომელიც 22 მაისი-2 ივნისის პერიოდში გაიმართა. კონგრესი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება.

bpn.ge

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან ხელფასები იზრდება! – ვის შეეხება ცვლილებები

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
მთავარი

საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი სექტემბრიდან უნდა გაორმაგდეს. ინფორმაცია ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაშია მოცემული. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. საქართველოს ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"