ქუთაისში ქართველი ემიგრანტის საღამო გაიმართა. პროფესიით ჟურნალისტი გიორგი მელუა წლების მანძილზე ამერიკაში ცხოვრობდა. სწორედ ემიგრაციაში შექმნილი ნახატები და ლექსები იყო წარმოდგენილი შემოქმედებით საღამოზე, რომელიც ამერიკულ კუთხეში 8 ნოემბერს გაიმართა.
ცნობილმა ჟურნალისტმა, პოეტმა და მხატვრმა გიორგი მელუამ 11 წელი ემიგრაციაში გაატარა, შემოქმედებითი საღამოთი კი ის თავის მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა.
მისი წიგნის „მთვარის ფერწერა“, რომლის პრეზენტაციაც ამ საღამოზე შედგა 1999-2002 წლებში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწერილი ლექსებია შესული. 13-მდე ნახატი კი შემოდგომის თემატიკაზეა, აქ ასევე შეგეძლოთ გენახათ ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანას ხედები.
გიორგი მელუა 8 წელია, რაც საქართველოში დაბრუნდა, ის აქტიურად ხატავს, აწყობს პერსონალურ გამოფენებს და მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში.