დღეს, 28 აგვისტოს, 100 წელი გავიდა მყინვარწვერზე პირველი ქართული ასვლიდან – ამის შესახებ სოციალურ ქსელში Altihut წერს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ”
,,?? 1923 წელს გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით 23 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა მყინვარწვერის თოვლიან წვერს მიაღწიეს, ექსპედიცია ახლად დაფუძნებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდებოდა და დაკომპლექტებული იყო ახალგაზრდა სტუდენტებითა და მოსწავლეებით – ეს იყო პირველი დიდი განაცხადი ქართული მთამსვლელური საზოგადოების შექმნისა, რომელიც სათანადო კონკურენციას გაუწევდა ევროპის საუკეთესო ალპინისტურ ერთობებს
⛰️ მყინვარწვერზე 1923 წლის ასვლას კიდევ უფრო ისტორიულად აქცევს მასში 5 ქართველი ქალის მონაწილება და წარმატებული ასვლა მწვერვალზე იმ პერიოდში, როდესაც მთამსვლელობა თითქმის ექსკლუზიურად მამაკაცურ სპორტად მიიჩნეოდა. ექსპედიციაში ასევე მონაწილეობდა 4 გოგო, რომლებიც ასაკის გამო (15-16 წელი) მხოლოდ ერმოლოვის ქოხამდე, ე.წ. “შევარდენის ბუდემდე” ავიდნენ
?️ აღსანიშნავია, რომ პირველი ექსპედიციის გამყოლი ლეგენდარული იაგორ კაზალიკაშვილი იყო
?️ დღეს ქართველი მთამსვლელები, აგრძელებს მთამსვლელობის ამ ბრწყინვალე ისტორიას
#ალტიჰატიქართულალპინიზმზე” – წერს ალტიჰატი.










