გია ფერაძის ქალიშვილის მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა. მარიკუნა უამრავ ცნობილ ქართველთან მეგობრობდა და გუშინდელიდან მის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტები არ წყდება:
ნანუკა ჟორჟოლიანი: არც კი ვიცი, სიცოცხლეში ვინ გაიარა ამხელა ჯოჯოხეთი და ვინ დარჩა ისეთ ადამიანად, როგორიც მარიკუნა იყო
სოფო ნიჟარაძე: ჩემი ბავშვობა… მეგობრობის უამრავი წელი… მოგონებები… დიდი სიყვარული… ჩემი მარიკუნა
ნატალია ქუთათელაძე: ჩემი ბავშვობა, ჩემი ყველაზე მკაფიო მოგონებები, რომელიც დაკავშირებულია ყველაფერთან, რაც მაშინ ჩემთვის აკრძალული იყო, ან დაუშვებელი ან უბრალოდ, ასაკთან შეუფერებელი, დილამდე გაუჩერებელი სიცილი, საფრთხის შეგრძნება, თან ამ დროს ინტერესი, რისკიანობა, წვერში გატარებული ზაფხულები. ამავე დროს მარიკა და ჯუნა, სიყვარულის მორევი, ზრუნვა, მოფერება, სიმღერა, ჯუნას ჯუჯღუნი, ღამე დარჩენის გამო გაცდენილი სკოლა, მერე უცებ ჩვენი დასჯა, მარიკას ულამაზესი ხელები, ცისიას წვალება, გაუთავებელი ცეკვა, მუსიკა აღრიალებული ყველგან, მუდმივად შეყვარებული ბიჭები, მერე ჩხუბი, ყვირილი, მერე ისევ სიცილი, სიგიჟე, ბრაზი, მერე ისევ სიცილი, ჩახუტება … აი ეს ყველა სიტყვა და ემოცია უკავშირდება ჩემს მოგონებებს მარიკუნასთან. დიდხანს მეგონა ალბათ იგონებს რაღაცას და გვაგიჟებს-თქო. თან გიბრაზდები და თან გული მისკდება!!!ერთი კი დანამდვილებით ვიცი, იქით ის ადამიანები გელოდებიან, ვისაც შენ ყველაზე მეტად უყვარხარ!
ალინა არველაძე: არ მჩვევია წერა და ჩემი აზრების გაზიარება, მაგრამ ვიცი როგორც გიყვარდა შენ ყურადღება და სულ გჭირდებოდა თან ეს. ჩემო ვარსკვლავო, რომ გაგახარო, მინდა ეს ყველაფერი დავწერო და მადლობა გადაგიხადო ყოველი წუთისთვის, რაც ერთად გავატარეთ. ნამდვილი ბედნიერება იყო შენთან მეგობრობა, ჩვენი მოგზაuრობები და სიგიჟეები არასოდეს დამავიწყდება. ცოტა ხნის წინ ღმერთმა მაჩუქა შენთან ბოლო ხუთი დღე ერთად ყოფნის. ყოველი წუთი და ყოველი ხუმრობა მახსოვს ჩვენი. იმდენი რამე მასწავლე ამ რამდენიმე წელიწადში ჩვენი მეგობრობის, რომ სულ მადლობელი ვიქნები მაგისი. ყველაზე კარგად იცოდი შენ, ბედნიერება რა ძვირფასია და მეც მასწავლე, რომ ამისი არ უნდა მეშინოდეს, თავისუფალი და ბედნიერი რომ ვიყო. არც ერთ ჩარჩოში არ ეტეოდა შენი სიცოცხლის მიმართ სიყვარული და შფოთვას იწვევდი შენ ამ ყველაფრის უზომობით ხალხში, მაგრამ მე ზუსტად ეს მიყვარდა შენში, სულ ვიძახდი, რომ ბავშვივით ხარ, სუფთა ბავშვივით და ყველა ბავშვს სჭირდება მოვლა და ზრუნვა. ბოდიშით, რომ ვერ დაგიცავით ამ ცხოვრებისგან, ჩვენო უბოროტო ანგელოზო. მემახსოვრები სულ ბედნიერი და ლამაზი, ჩემო საამაყო მეგობარო.
რატი დურგლიშვილი: ,,მარიკუნააა! ძალიან, ძალიან დამწყვიტე გული… ნათელში იყოს შენი ლამაზი სული.”
,გურამ შეროზია: “მარიკუნა ჩემი მსესხებელი იყო ბანკში. მაშინ 19 წლის ვიქნებოდი და მახსოვს, როგორ ვეძახდი მარიამს (მეუხერხულებოდა არაოფიციალური სახელით მიმართვა) და მისწორებდა, მარიკუნა დამიძახეო…
მერე გავიგე მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორიის შესახებ. დღეს მარიკუნაც აღარ არის. რაღაცნაირად, ძალიან ჩამწყდა გული. რა სამწუხარო ამბავია”.
სტეფანე მღებრიშვილი: ,,ძალიან მძიმე ისტორია, რომელმაც ყველას დაგვწყვიტა გული, ვინც ვიცნობდით. Rest in peace beautiful Marikuna”.










