“დღეს ხელებში ერთი კაცი ჩამაკვდა, ელექტრიკი… კონსტრუქცია რომელიც გათვლილი უნდა ყოფილიყო თოვლზეც, ქარზეც და ყველაფერზეც, 10 სანტიმეტრიან თოვლს ვერ გაუძლო და როგორც ფურცელი ისე დაინგრა.წვიმაში ყველა ვსველდებოდით, ქარში კი შენობას შეშები ცვიოდა, უფროსები კი უსაფრთხოების მიუხედავად გვავალდებულებდნენ გვემუშავა. ბიჭებმა თითები მოიჭრეს იმის გამო რომ ქარმა ამწე წაიყვანა და ვე გააჩერეს. აბსოლუტურად ყველა დეტალი კუსტარულად არის გაკეთებული ელექტრობიდან მოყოლებული ნებისმიერი დაზგა” – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული ჩვენთან საუბრისას.
“დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა” – პატრიარქი
საპატრიარქო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის სამძიმრის წერილს ავრცელებს. პატრიარქი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე, სრულიად საქართველოს. შიო მესამე წერილში აღნიშნავს, რომ ტკივილის შესამსუბუქებლად...










