LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
10 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6189 სამართალდარღვევა გამოვლინდა

10 თვეში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6189 სამართალდარღვევა გამოვლინდა

დაპოსტა 2024/07/09-ში
A A
8
ნახვა
გაზიარება

10 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 6189 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 ივლისის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში,  6189 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი – 2946 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1242 – ქუთაისში, 1051 – ბათუმში, 950 კი, ქალაქ რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 6189 სამართალდამრღვევიდან,  5405 ფიზიკური პირია, ხოლო 784 – იურიდიული პირი.

3837 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2086 – მიკროავტობუსის, 259 – სატვირთო ავტომობილის, 7 კი – ავტობუსის მძღოლების სახელზე შედგა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში,  სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge  საშუალებით.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვეის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემა დაინერგა საწარმოებში. პარალელურად, გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. კომპლექსურად, ყველა ეს მიმართულება, ხელს უწყობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6%-ით გაიზარდა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში რუსულენოვანი მოსახლეობის რაოდენობა 18.6%-ით გაიზარდა და 54 460 კაცი შეადგინა. 2014 წლის აღწერის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 45...

დაწვრილებითDetails

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ ახალ პროგნოზს ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საქართველოში დღის ძირითადი ნაწილი უმეტესად უნალექო იქნება, თუმცა მაღალი ტემპერატურის ფონზე, საღამოსა და ღამის საათებში, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში...

დაწვრილებითDetails

ადგილები ზღვაზე, სადაც ბანაობა აკრძალულია

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

აჭარაში, ზღვის სანაპირო ზოლში არის გარკვეული ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ბანაობა აკრძალულია: სარფში, ზღვაში არსებული კლდის მიმდებარედ; სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში; ქვარიათის სანაპირო ზოლის...

დაწვრილებითDetails

ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა
მთავარი

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში იუნიორებსა და 23-წლამდელებს შორის კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ალექსანდრე წივწივაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 41,57 წამში დაფარა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. ტურნირში მსოფლიოს 60 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

გაზის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა – როგორია მათი მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკა “საროველი” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩახსნა
მთავარი

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ოთხივე პაციენტს დამწვრობა კიდურებზე აქვთ. ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 5 ივლისს დილის საათებში მოხდა, სავარაუდოდ სახლში გაზმა...

დაწვრილებითDetails

როგორ ნაწილდება საგნების სწავლება სკოლებში

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026 -2027 სასწავლო წელს, მოსწავლეები გარკვეულ საგნებს ახალი საათობრივი ბადით ისწავლიან. შესაბამისი საათობრივი ბადე სკოლებს უკვე დაეგზავნათ, თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ დამტკიცებულა. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, წინა წლებისგან განსხვავებით, ნაცვლად მე-8...

დაწვრილებითDetails

ვერ ვსუნთქაო და თავში ხელები მოიჭირაო – 8 წლის მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
ვერ ვსუნთქაო და თავში ხელები მოიჭირაო – 8 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში ავთო თავართქილაძე უმძიმეს წერილს აქვეყნებს, რომელშიც მისი 8 წლის შვილიშვილის ათუკას გარდაცვალების ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, ბავშვი სკოლაში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა თავის ტვინში...

დაწვრილებითDetails

გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა"სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმური ინსპექტირებისას ინდივიდუალური მეწარმე თ. მ-ის (მისამართი: გორი, კომბინატის დასახლება) არალეგალურ საკონსერვო საწარმოში...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 124 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 110 სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

ოკეანეში ტემპერატურამ რეკორდულად მოიმატა

by მეგა TV
ივლისი 6, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

ევროკავშირის სადამკვირვებლო პროგრამის, Copernicus Marine Service-ის (CMS) მონაცემებით, გასულ თვეში მსოფლიო ოკეანის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ +20,98°C შეადგინა. ივნისის წინა რეკორდი 2024 წელს დაფიქსირდა და +20,89 გრადუსს შეადგენდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"