1 წლის შეფ-მზარეული, რომელსაც Instagram-ზე 1,3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„შეფ-მზარეულ კობის“ ბიოგრაფიაში უწერია, რომ უყვარს მომზადება, ჭამა და სამზარეულოში ახალი რამეების აღმოჩენა.
„საჭმლის მზადება ერთ-ერთია იმ ბევრ პრაქტიკულ საქმიანობას შორის, რასაც კობი სახლში აკეთებს. ის ამით ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს. თავიდან მისთვის ვიდეოს გადაღება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდოდა მეგობრებისთვისა და ოჯახისთვის მენახებინა“, – აღნიშნა კობის დედამ, ეშლიმ.
დედის თქმით, მათ ონლაინ საქმიანობა თებერვალში დაიწყეს და 15 აპრილამდე მხოლოდ 200 გამომწერი ჰყავდათ, ხოლო შემდეგ კი კოლოსალური ზრდა დაიწყო, „ამას ნამდვილად არ ველოდით“, – აღნიშნა ეშლიმ.
https://www.instagram.com/p/CAgEc27hLh_/?utm_source=ig_web_copy_link