1-ლი დეკემბრიდან ძალაში “მწვანე პასპორტები“ შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულები არ იქნებიან, ან ბოლო 6 თვეში კორონავირუსი არ ექნებათ გადატანილი, გარკვეულ ბიზნეს ობიექტებზე არ დაიშვებიან.
აღნიშნულ რეგულაციას ბიზნესები დისკრიმინაციულად მიიჩნევენ და დამორჩილებას არ აპირებენ.
ილიზიების მუზეუმის, ჰოლიზეუმის, პლანეტარიუმის მთაწმინაზე და მე-10 აუდიტორიის დამფუძნებელი ლევან ბახია სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩამოთვლილი ობიექტები რეგულაციას არ ემორჩილებიან და მისულ მომხმარებელს კოვიდ პასპორტს არ მოთხოვს.










