LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ჰოდა მიდი და სასამართლოში იჩივლე” – ხო მარტივად ჟღერს, არადა რთულია – რას წერს სალომე ბარკერი დის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ

“ჰოდა მიდი და სასამართლოში იჩივლე” – ხო მარტივად ჟღერს, არადა რთულია – რას წერს სალომე ბარკერი დის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ

დაპოსტა 2021/03/31-ში
A A
255
ნახვა
გაზიარება
ექვსკურსიაზე დაღუპული 16 წლის მოზარდის და, სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვყენებს.

“მაგარი ამბები.

31 მარტია, 2021 წლის.
ორი წლის წინ, 26 მაისს მოხდა “ის უბედური შემთხვევა”.
მოწმეები, რომლებიც ეხლა იკითხებიან, უკვე ამბობენ “ორი წელი გავიდა, რა მახსოვს”, კიდე ბევრი იტყვის.
დაიზარდნენ სოფის კლასელები, სრულწლოვნები არიან, ზოგი ალბათ მეორე კურსზეა, არ ვიცი, ვეღარ ვითვლი.
მოსამართლე შეიცვალა ამასობაში, ახალი ცოტა ნორმალური ჩანს, მინიმუმ საქმე აინტერესებს, მინიმუმ ამ ინტერესს გვაჩვენებს. წინა უბრალოდ თავის ადგილას იდო.
ბრალდებულია ორი მასწავლებელი, რომელთაც თავიდან ბრალი ედებოდათ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში, მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა გულგრილობის მუხლზე, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ორივე მასწავლებელი ცდილობს თავი დაიძვრინოს. და ეს ისეთი გულისამრევი საყურებელია, ვფიქრობ შემდეგ პროცესზე ხომ არ დაგასწროთ მსურველები. (დისტანციურად ტარდება, ონლაინ)
დღეს მეორედ დაიკითხა რეინჯერი, რომელმაც თქვა, რომ რადგან მაისში ლაგოდეხში სეზონი არ არის (თოვლი დნება და ადიდებულია ცივი მდინარე) ამიტომ არ გაუფრთხილებია შემხვედრი ჯგუფი, რომ წყალში არ ებანავათ (დეკემბერი რომ ყოფილიყო ხომ არ გავაფრთხილებდიო, ვერც წარმოვიდგენდი, რომ წყალში შევიდოდნენო, ამ ლოგიკით არ გავაფრთხილე მაისშიცო) მაგრამ მასწავლებელს უთხრა, რომ ცუდ დროს ჩავიდნენ, წყალი ადიდებულია, ჩანჩქერის გზაზე ნიშნები არ არის, ხიდები არ არის და ასვლა გაუჭირდებოდათ.
მასწავლებელმა რეინჯერს მაშინ უპასუხა, რომ ადგილობრივი იყო, და რომ ათჯერ მაინც იყო ნამყოფი ამ ჩანჩქერზე.
კაი ჩემო ძმაოო, რეინჯერმა, შეავსო რაღაც ფურცელი (ვინ ადიოდა ჩანჩქერზე, უბრალოდ რეგისტრაციისთვის) და წავიდა თავის გზაზე. ესენიც ავიდნენ, ბავშვი დაიხრჩო წყალში უყურადღებობის გამო და ეხლა ყველანი სხედან და არკვევენ, იმ ფურცელს თუ ავსებდა რეინჯერი, ესე იგი სეზონი უკვე იყო გახსნილი თუ არ იყო? თუ არ იყო გახსნილი აბა ფურცელი რატომ შეივსო? და ფურცელი თუ შეივსო, აბა სეზონი არ იყო?
სოფის კლასელები ხო ბავშვები არიან ჩემთვის და მრცხვენია რამის თქმა. დამუშავებულები, კარგად გაწვრთნილი სიტყვა-პასუხით. ვერ იხსენებენ ვერაფერს, რაც მარტივად დასამახსოვრებელია და თავიანთ პირველ ჩვენებებში უწერიათ. სამაგიეროდ რთული თანწყობილი წინადადებებით გვიყვებიან ყველაფერს, რაც წარმატებით ჯდება საერთო ნარატივში. ჯერ სულ რამდენიმეა დაკითხული და უკვე გული მაქვს გაბზარული ყველას სმენით, მრცხვენია მათ მაგივრად და ყველას მაგივრად, ვინც ასე გამოწვრთნა “დაცვის ხაზი”.
მთელი სკოლა ამტკიცებს ამდენი ხანია, რომ ჯერ კიდევ ავტობუსში ხაზგასმით სოფი გააფრთხილეს ხაზგასმით არ ებანავა (bulshit, ყველა ბავშვი ბანაობას აპირებდა და რეალურად იბანავა ყველამ და სოფი რატომ გააფრთხილეს მაინცდამაინც წინასწარ, ვერ ხსნის ვერავინ. მოხდა საერთოდ მსგავსი ამბავი? აბა რავიცი) და დღეს რეინჯერს უტრაკებდნენ, არ იყო იქ ამკრძალავი ნიშნები და რატომაც არ უნდა გვეცურაო, რა გვიკრძალავდაო, როო.
და რას ჩალიჩობს ეს ხალხი ყველა ერთად? შეგვეშალა, აზრზე არ ვიყავით, აბა რა ვიცოდით, ძალიან ვწუხვართ, კი გვითხრეს მაგრამ არ გავითვალისწინეთ, დავაშავეთ მაგრამ აწი აბა რას ვუშველით, იდიოტები ვართ, გთხოვთ მოგვიტევეთ და ა.შ.-ს კი არა, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევას მთელი ძალით და ღონით. თითქოს მთელი ექსკურსია დაგეგმეს ბავშვებმა და დირექცია აიყვანეს მძევლად, “ავტობუსი იყო გამართული და ექიმი ახლდათ” ანუ კანონის მოთხოვნები შესრულდა, (მერე რა, რომ ექიმი ჩანჩქერის დასაწყისში დარჩა და მასთან ერთად დამრიგებელიც, და ბავშვები მარტო აბოდიალდნენ ზევით, მერე რა, რომ ზევით ასული ორი მასწავლებლიდან ერთი მალევე უკან გამობრუნდა ბავშვებთან ერთად ჰამბურგერების მოსაბილიზებლად, მერე რა რომ სოფი სრულიად მარტო ავიდა ურთულეს გზაზე, ისე რომ არ დაშავდა, რაღაცნაირად მეტყველებს მის ზოგად სიფრთხილეზე, არა?) დანარჩენი ყველაფერი სეზონის, მიწისძვრის, კარმის, ღმერთის, უცხოპლანეტელების და ზოგადი გალაქტიკური შემთხვევითობის შედეგად განხორციელდა. მაგრები ხართ ხალხო, გაიქეცით და ირბინეთ. სოფის აღარაფერი აკლდება ამ თქვენი სირბილით და თქვენ სად მიირბენთ ბოლოს ნეტა, როგორ არ გეშინიათ ან გრცხვენიათ არ ვიცი.
ამასაც უბრალოდ იმიტომ ვაფაბლიქებ, რომ გული არ გამისკდეს და მარტო არ ვიყო ამ უსინდისობასთან.
“ჰოდა მიდი და სასამართლოში იჩივლე” – ხო მარტივად ჟღერს, არადა რთულია. ურთულესი. ხანდახან შეუძლებელიც. მაგრამ მაინც, არ ღირს დანებება, არასდროს. ალბათ.” – წერს სალომე ბარკერი ფეისბუკზე

ლაგოდეხში, 16 წლის გოგოს ცხედარი მაშველებმა 2019  წლის 27 მაისს იპოვეს. სოფო ნიკოლეიშვილი სკოლა „ალბიონში“ სწავლობდა, ის ნაკრძალში თანაკლასელებთან და მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მდინარის დინებამ წაიღო.
გაზიარება102

დაკავშირებული -პოსტები

ოქროს ფასი სტაბილურად მაღალია – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 324 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

“მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

სიმართლე გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო - ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6554 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ სტრატეგიულ კურსს იღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი. „ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეორიენტაცია ევროატლანტიკური...

დაწვრილებითDetails

ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს
მთავარი

გორდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელებში მცხოვრები 600-მდე ბენეფიციარის საცხოვრებელ და სოციალურ პირობებს. გზის აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია...

დაწვრილებითDetails

შპს „სანდოს“ დირექტორი და „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს „სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა....

დაწვრილებითDetails

ეჭვიანობის გამო არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის გამო არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო - ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, ფაქტი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მოხდა. Tik-Tok...

დაწვრილებითDetails

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი - ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივლისში ყველა...

დაწვრილებითDetails

საქართველო ვერ მიაღწევს რაიმე პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ ის არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას – ევროპარლამენტი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანების მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები
მთავარი

ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.   დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
იმერეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილია ხონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში - მათხოჯში, გოდოგანსა და წაქვაში, მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"