ამხანაგურ მატჩში “ჰამბურგი” “მიდტიულანდთან” 1-5 დამარცხდა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის არაოფიციალური დებიუტი შედგა. მატჩის შემდეგ “ჰამბურგის” მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ ვალტერმა ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა : “”ცხადია, მას შეუძლია ჩვენი დახმარება. ჩაკვეტაძე ფეხბურთს ისე თამაშობს და ისე მოძრაობს, რომ ამაში ეჭვი არ მეპარება. ძალიან კრეატიულია, გოლების გატანაც ეხერხება და ნამდვილად შეუძლია ჩვენი დახმარება,” – განაცხადა ტიმ ვალტერმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგში 2022 წლის ივნისის ჩათვლით, მშრალი იჯარის წესით ითამაშებს, რის შემდეგაც გენტში დაბრუნდება.
ვალუტის განახლებული კურსი 19 ივნისისთვის
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად,...










