LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ჩვენი უნარები უნდა დავივიწყოთ, ჩვენ მოგვიწევს პირბადესთან ერთად ცხოვრება, შესაძლოა იმუნიზაციის პასპორტი დაგვჭირდეს”

ჰაერში სიგარეტის კვამლივით 10 მ. -ის რადიუსში რჩება-ახალი კვლევის შედეგები

დაპოსტა 2021/08/10-ში
A A
130
ნახვა
გაზიარება

დელტა ვარიანტის შემთხვევაში ცირუსმა ცვლილება განიცადა. თუ საწყისი ვარიანტი, რომელიც ვუჰანიდან ევროპაში გავრცელდა, ერთი ინფიცირებულისგან საშუალოდ 3-4 ადამიანს აავადებდა, ალფა, ანუ ბრიტანულმა ვარიანტმა ეს რიცხვი 5-6-მდე გაზარდა, დელტა ვარიანტის გავრცელება კი ჩუტყვავილას გავრცელების მასშტაბს მიუახლოვდა და ახლა ამ შტამით დაინფიცირებულს 8-9 ადამიანის დაავადება შეუძლია.

დელტას კლინიკური სიმპტომატიკაც იგივეა, რაც სხვა შტამების, ოღონდ ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება მე-8 და მე-9 ადგილზე გადავიდა – ამის შესახებ ალერგოლოგ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეცვლილია სიმპტომატიკაც. ამასთან, როგორც ალერგოლოგი განმარტავს, დელტა შტამი ძირითადადა არავაქცინირებულებს ებრძვის.

“წინა პლანზე წამოვიდა სურდო, ცემინება, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი და სიცხე.

ეს ყველას უნდა ახსოვდეს. აუარება ადამიანი მიკავშირდება და მეუბნება, რომ სადღაც ორპირში იჯდა, ან დაბანილი გარეთ გავიდა, ან ტრანსპორტში ღია ფანჯრიდან უბერავდა, ჩამოთვლილ სიმპტომებს ამას უკავშირებენ და ტესტსაც არ იკეთებენ, რაც ძალიან სავალალოა და ვირუსის გავრცელებას განსაკუთრებულად უწყობს ხელს.

რაც შეეხება დელტა შტამის კიდევ ერთ თავისებურებას – მისი სიმპტომები შედარებით მალე, მესამე-მეოთხე დღეს ვლინდება.­

სხვა განსაკუთრებული თავისებურებები – მაგალითად, სიკვდილიანობის მატება ან ჰოსპიტალში მეტი ადამიანის მოხვედრა, არსად დადასტურებულა. ყველა ქვეყანაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 50%-ზე მეტია, დელტა შტამი, ძირითადად, მაინც არავაქცინირებულ ადამიანებს ებრძვის. კლინიკებშიც სწორედ ისინი ხვდებიან. დაავადებულთა მხოლოდ 1% შეიძლება მოხვდეს საავადმყოფოში.

დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის ხანგრძლივობა 10-12 დღეა, მაგრამ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტები იქიდან ასე ადვილად ვერ ეწერებიან. შესაძლოა, მათი გამოჯანმრთელება უფრო გართულდეს, განსაკუთრებით – საშუალო ასაკში.

18-დან 50-წლამდე ასაკის პაციენტებს ზოგჯერ უვითარდებათ ციტოკინური შტორმი, რასაც სერიოზული ძალისხმევა სჭირდება. ეს კორონავირუსის ერთ-ერთი გართულებაა, ამიტომ ასეთ პაციენტებს კლინიკებში დიდხანს აჩერებენ.

დელტა შტამი სწორედ იმიტომ გადაედება რვა-ცხრა ადამიანს, რომ ის არამარტო ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება.

თუ დახურულ სივრცეში ხარ პირბადის გარეშე და არც ვენტილაციაა, ვირუსმა 10 მეტრის იქითაც შეიძლება დააინფიციროს ადამიანი. ანუ როგორც სიგარეტის კვამლი, ეს შტამი ისე რჩება ჰაერში.

დელტა ვარიანტის ორი ძირითადი კვლევაა ახალი. ერთი – ლონდონის სამე­ფო კოლეჯის კვლევა, რომელიც ივნისისა და ივლისის მონაცემებს მოიცავდა.

ამ კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ფორმის დაავა­დებისგან დაცვისას “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ეფექტიანობა ინგლისში, ორჯერ ვაქცინირებულებში, 50%-დან 60%-მდე მერყეობს, დაავადებულთა 40%-ს დაავადება­ უსიმპტომოდ აქვს.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში დაცვის მაჩვენებელი 88%-დან 93%მდე აღწევს.

“სინოვაკთან” დაკავშირებით კვლევა ჯერჯერობით მხოლოდ ჩილეში ჩატარდა, მაგრამ იქ ახლა იკრებს ძალას დელტა შტამი, უფრო ბრაზილიური ვარიანტია გავრცელებული. “სინოვაკმა” დაახლოებით 58%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ოღონდ – ბრაზილიური შტამის მიმართ.

ბავშვებზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. 10 წლამდე ასაკის ბავშვები და ჩვილები მოწყვლადი არიან ყველა შტამის მიმართ, ამიტომ მათი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველა ორსულს და მეძუძურ დედას მოვუწოდებთ, აიცრან. მათთვის ნებადართულია “ფაიზერი”. ანტისხეულები, რომელთაც დედა აცრის შედეგად გამოიმუშავებს, ბავშვს გადაეცემა და იცავს, სანამ დედა მას ძუძუს აწოვებს.

ვინც ორსულობას გეგმავს, ჯობია ორსულობამდე აიცრას, რომ მერე მთელი ორსულობა უსაფრთხოდ იყოს.

ბავშვებთან დელტა შტამი მძიმედ არ მიმდინარეობს, მაგრამ ორი ჩვილის გარდაცვალებამ პანიკა გამოიწვია და ახლა ყველა დედა, რომლის შვილსაც კორონა დაუდასტურდა, ცდილობს, საკუთარი შვილი ჰოსპიტალში მოახვედროს.

საბედნიეროდ, ასეთი ბავშვების 99.9% სახლში ზედმეტი ჩარევის გარეშე ეწერება” – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

30 წლამდე ახალგაზრდა ქალი ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის მდინარიდან ამოყვანის ოპერაცია. ინფორმაციას ,,თაიმერი" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ჭიათურა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 3...

დაწვრილებითDetails

მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის საქემზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი  “ამ საქმეში მართლაც რომ თავში კი არა შუაშიც არაა.“ მისი თქმით, ის რომ...

დაწვრილებითDetails

გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში...

დაწვრილებითDetails

კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

 სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა Youtube-ზე 12 წლის წინ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ისმის ბიჭის ხმა - "კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები". 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს,...

დაწვრილებითDetails

აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – აშშ-ის საელჩო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
„ დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი…”- ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობა, - ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008...

დაწვრილებითDetails

ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან
მთავარი

"ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე... ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს... დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო..." - 6...

დაწვრილებითDetails

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა
მთავარი

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე ხელს შეგიწყობთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებასა და ახალი მიზნების დასახვაში. შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას გააქრობს.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ემოციური...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 7 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებსაღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"