სასამართლოში გამარჯვების შემდეგ, ჯონი დეპი ,,ტიკ ტოკს” შეუერთდა. მან მილიონი გამომწერი სულ რამდენიმე წუთში მოაგროვა. ჯერჯერობით გვერდზე არცერთი ვიდეო არ არის განთავსებული, თუმცა, თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ჯეკ ბეღურა“ ძალიან საინტერესო „კონტენტს“ შემოგვთავაზებს.ცნობისთვის, ჯონი დეპი სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა გასულ კვირას მან სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ „ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გაავრცელა და ყველას გულითადი მადლობა მოუხადა.
„სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი, მამა დანით დაჭრა“ – თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა მოკლა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი...










