„ჯერ რთული სათქმელია წინ რა გველოდება“- აცხადებს ქუთაისის საგნმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.
მისი განმარტებით ჯერ-ჯერობით რთულია იმის თქმა დაიხურება თუ არა კვლავ სკოლები, თუმცა ეს გამორიცხული არაა. ამ ეტაპზე ქუთაისში სრულად დისტანციურ რეჟიმზე ერთი, 28-ე საჯარო სკოლაა გადასული, დანარჩენი კი კლასების მიხედვით.
კოვიდი 275 მოსწავლეს დაუფიქსირდა, ინფიცირებულია ასევე 59 პედაგოგი, რაც შეეხება აცრის მაჩვენებელს ქუთაისში დასაქმებული 2 700 პედაგოგიდან 1370-ა აცრილი.









