მოქმედი ჯარისკაცი ნიკოლოზ კვანჭიანი რიონის ხეობის მცველების სოლიდარობის მიზნით თავდაცვის სამინისტროს ძალებს ტოვებს. ის ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტს უერთდდება.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტივო თავდაცვის ძალების რიგები!
ჩემი მხარდაჭერა – პირველ რიგში სამშობლოს
შემდეგ კი, რიონის ხეობის მცველებს!“ – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნიკოლოზ კვანჭიანი.
კვანჭიანი ირწმუნება, რომ 8 თვის განმავლობაში ალგეთის ბაზაზე მსახურობდა, სავალდებულო სამსახურის შემდეგ კონტრაქტით გააგრძელა მუშაობა და ჯამში, 3 წელიწადნახევარი იმსახურა. დღეს კი გადაწყვიტა, საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭიროს.










