არის გაფრთხილებული, რომ თუ არ გააგრძელებს მედიკამენტების მიღებას მას შეიძლება მოჰყვეს მძიმე გაუთვალისწინებელი შედეგი, რაც გარდაცვალებას ნიშნავს,- ამის შესახებ გოგი წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „პრაიმატაიმთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, წულაიამ ციხეში 19 კილოგრამი დაიკლო.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის თაობაზე შედგენილია რამდენიმე სამედიცინო დასკვნა. არის გაფრთხილებული, რომ თუ არ გააგრძელებს მედიკამენტების მიღებას მას შეიძლება მოჰყვეს მძიმე გაუთვალისწინებელი შედეგი, რაც გარდაცვალებას ნიშნავს. ამიტომ, როგორც კი გამოვა, მან ეგრევე უნდა დაიწყოს სამედიცინო პრეპარატების მიღება. ესაჭიროება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა. 19 კილო აქვს დაკლებული,“ – ამბობს ვალერი გელბახიანი.
ცნობისთვის, პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლეს.
სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.