LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად, გაეცანით პოზიტიურ ამბებს – ჯანმო მოსახლეობას მიმართვას

ჯანმო ჯანდაცვის მუშაკებს ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

დაპოსტა 2020/03/29-ში
A A
128
ნახვა
გაზიარება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იმ რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-ის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თაობაზე ჯანდაცვის მუშაკებისთვის გასცემს.

მათი რეკომენდაციით, ასეთ დროს საკუთარი სტრესის მართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური მდგომარეობის მართვა, სწორედ ამიტომ, ისინი ჯანდაცვის მუშაკებს ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

“ჯანდაცვის მუშაკები ამჟამად იღებენ ისეთ გამოცდილებას, რომელიც სტრესის მომგვრელია. ამიტომ, მოცემულ ვითარებაში, აბსოლუტურად ნორმალურია იგრძნოთ სტრესი. სტრესი და მასთან დაკავშირებული შეგრძნებები/გრძნობები არ არის სუსტის მანიშნებელი. პირიქით. საკუთარი სტრესის მართვა ასეთ დროს იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ფიზიკური მდგომარეობის მართვა. დაუკვირდით და შეეცადეთ დაიკმაყოფილოთ თქვენი საბაზო საჭიროებები და გამოიყენოთ სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები: აუცილებლად მიეცით თავს დასვენების საშუალება – როგორც სამუშაო დღის მსვლელობაში, ასევე მორიგეობებს შორის ინტერვალში, იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ფიზიკურად აქტიური, იყავით კონტაქტში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. თავი აარიდეთ სტრესთან გამკლავების საზიანო სტრატეგიებს: თამბაქოს. ალკოჰოლს, რასაც, გრძელვადიანი პერსპექტივით, შეუძლია თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესება. ეს უნიკალური და უპრეცენდენტო გამოცდილებაა ბევრი ჯანდაცვის მუშაკისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ მათ არ აქვთ მსგავსი კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის გამოცდილება. მიუხედავად ამისა, წარსულში გამოცდილი კონსტრუქციული გამკლავების სტრატეგიების გამოყენება ძალიან დაგეხმარებათ. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა გამოსცადოს ახლობლების, ოჯახის წევრების, მეზობლების მხრიდან თავის არიდების ქცევა – სტიგმისა და შიშის გამო. ამან, შესაძლოა, კიდევ უფრო დაგიმძიმოთ სტრესული მდგომარეობა. თუ შესაძლებელია, იყავით კავშირში თქვენს საყვარელ ადამიანებთან დიგიტალური საშუალებების გამოყენებით. ასევე, ეძიეთ სოციალური მხარდაჭერა კოლეგების წრეში, თქვენს მენეჯერთან, ან სხვა სანდო ადამიანებთან – თქვენი კოლეგები, შესაძლოა, იგივე სირთულეებს განიცდიან რასაც თქვენ, და ერთმანეთის მხარდაჭერა დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ თავი. განსაკუთრებული (ინტელექტუალური, შემეცნებითი, ფსიქოსოციალური) საჭიროებების მქონე ადამიანებთან ვირუსზე კომუნიკაციისას გამოიყენეთ მარტივი და გასაგები ენა. თუ ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ, არ შეიზღუდოთ თავი კომუნიკაციის მხოლოდ წერილობითი ფორმით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეგები: ახალი კორონაკორონაჯანმო
გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

,,ქუთაისში ქვეითს ზებრაზე ავტომობილმა დაარტყა, გოგონა დაიღუპა” 

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დღეს ქუთაისში გუგუნავაზე ქვეითს ზებრაზე ავტომობილმა დაარტყა. გოგონა როგორც ეხლა გავიგე დაიღუპა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეგი კაკაბაძე წერს. ,,დღეს ზუსტად იმავე ზებრაზე ლამის გადაგვიარეს ავტომობილებმა რაფაელოდან გამოსულებს. ისე...

დაწვრილებითDetails

“რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას: „მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მთავარი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 7 ოქტომბრისათვის

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

მოკლულია ერთი მოსწავლე, შვიდი კი დაშავდა – თავდასხმა სტამბოლის სკოლაში

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
მოკლულია ერთი მოსწავლე, შვიდი კი დაშავდა – თავდასხმა სტამბოლის სკოლაში
მთავარი

სტამბოლის ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა და 7 დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2011 წელს დაბადებული მოსწავლე გოგონაა, რომელიც სტამბოლის ქიუჩიუქჩექმეჯეს რაიონის სკოლაში სწავლობს. სტამბოლის...

დაწვრილებითDetails

ცუდად ვარ, დახმარება მჭირდება – რას ყვება პატიმარი ციხიდან

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ციხის თანამშრომლებიც პირბადეებით დადიან – რა ხდება ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
მთავარი

გეგუთის ციხის დირექტორი და მისი წარმომადგენელი შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მთხოვდნენ თანამშრომლობას, პატიმრების შიდა ამბების ენის მიტანას. უარის შემდეგ გახდნენ აგრესიულები. მოვიდეს ლევან იოსელიანი და პირადად გავაცნობ, რა ხდება, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მშობელს, რომელმაც, არასრულწლოვანი შვილის შეურაცხყოფისთვის, კაცი დაჭრა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა.ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა) ხორცპროდუქტების საწარმო და, გამოვლენილი დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერეს. "ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თითქოსდა, კრიპტოვალუტით ვაჭრობის და შესაბამისი მოგების მიღების მიზნით, მოქალაქეებს...

დაწვრილებითDetails

“უკეთესია, გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიურად წარმოებისთვის იყენებს. პაპუაშვილი საპარლამენტო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"