ხანძარი იყო ხონის მუნიციპალიტეტში. სოფელ დიდი კუხში სახლის ნაწილს, ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს 86 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა. შემთვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
როგორც “მეგა ტვ”-ს ადგილობრივმა განუცხადა მამაკაცი ავადმყოფოდა, სავარაუდოდ ეძინა და ცეცხლის გაჩენა ვერ გაიგო.
ხანძარი სავარაუდოდ შეშის ფეჩისგან გაჩნდა, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები.










