ხონში სოფ. ნახახულევში სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. ისინი საცხოვრებელი სახლის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა სახლის მეორე სართული სრულად დაიწვა.
ქარი სამუშაოებს ართულებდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ ორი სახანძრო ბრიგადა არ აღმოჩნდა საკმარისი, დამხმარე მაშველები სამტრედიიდან და მარტვილიდანაც მოვიდნენ, მაგრამ ხანძარი უკვე ლოკალიზე ბული და სახლი დამწვარი იყო.










