ხონში ,,ვეტერინარული სკოლის” პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანული ორგანიზაცია BWMV.e.V-ისპროექტის “პროფესიული განათლება და პარტნიორობა სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტტის მერიისა და ა(ა)იპ-სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხონის საინფომაციო-საკონსულტაციო ცენტრის ინიციატივითა და ხელშეწყობით, ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაზაზე ხორციელდება.
ამჟამად, დუალურ სწავლებაზე დაფუძნებულ მოკლევდიან გადამზადების კურსს 15 ახალგაზრდა გაივლის.
პრეზენტაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანანა გოფოძე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა ვაშაკიძე, და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ სკოლის მსმენელებსა და ორგანიზატორებს პროექტის დაწყება მიულოცეს.
მსგავსი მოკლევადიანი გადამზადების კურსები სხვა მოთხოვნად პროფესიებში მომავალშიც იგეგმება.