LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვარლამ გოლეთიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა (+ვიდეო)

ხმაური ისევ იქნება – რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

დაპოსტა 2021/05/27-ში
A A
56
ნახვა
გაზიარება

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ სოფელ გუმათში აღმართულ ბარიკადებზე ხელების დატყმითა და ხმაურით პროტესტი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დღესაც გამოხატონ.

 

 

უკვე ხვალიდან კი აპირებენ, რომ მოინახულონ უშუალოდ რიონის ხეობაში ტერიტორია და დარწმუნდნენ, ნამდვილად შეაჩერა თუ არა კომპანია “ენკამ” ჰესის მშენებლობის პროცესი.

 

 

ამის შესახებ ჟურნალისტებს “რიონის ხეობის მცველების” წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა სოფელ გუმათში განუცხადა.

 

 

მისივე განმარტებით, ვიდრე არ შეწყდება სამუშაო პროცესი უშუალოდ ხეობაში, ბუნებრივია, პროტესტი გაგრძელდება.

 

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დღეს საკითხის ისეთი კომიკური გადაწყვეტა ვნახეთ, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორ გადაკეცილ ლისტზე, სასურველია მსგავსი პრეცედენტები მართლა დანაშაულებზე მოქმედებდეს ამ ქვეყანაში, როცა ოპერატიულად ხდება ხოლმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

 

 

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროტესტს გავაგრძელებთ იმ ფორმით, რაც გუშინ ვთქვით და დღესაც იქნება ის ხმაური, რაც გუშინ იყო, მათ შორის, მთელი ღამის განმავლობაში იქნება აუცილებლად.

 

 

რაც შეეხება ხვალინდელ გეგმას, ჩვენ რაღაც ინფორმაცია მოგვივიდა, რომ სამუშაო შეჩერებულია, ანუ კომპანიას დღეს არ უმუშავია. სამწუხაროდ, ეს რამდენად მართალია ვერ გადავამოწმეთ,მაგრამ ეს ჩვენი თვალით უნდა ვნახოთ”, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

 

 

მისივე განმარტებით, კომპანია მათთან კავშირზე არ გამოსულა.

 

 

“საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ შეიძლება თავად ეთქვათ ამის შესახებ (სამუშაოების შეჩერების). ჩვენ არ ვიცით, რამდენად გააკეთებენ ამ განცხადებას, თუმცა ჩვენ, ზოგადად, ყველა ხერხით შევეცდებით, რომ თუკი ხეობაში არის სამუშაო პროცესი, შევაჩეროთ. ამის გარკვეული საშუალებები არსებობს, თუმცა ვერ აგიღწერთ, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს ,მაგრამ სხვადასხვა შემოვლითი გზებით არის ამის ნახვის რესურსი.

 

 

ყოველშემთხვევაში, ჩვენ თანამებრძოლები დააკვირდებიან ნამდვილად მიმდინარეობს თუ არა სამუშაო პროცესი. ჩვენ ამას ყველაშემთხვევაში გადავამოწმებთ. ამის გაგების ნაწილში პრობლემა არ გვაქვს, რადგან ზედა ნაწილში, სადაც გადაკეტილია ჩვენი თანამებრძოლები არიან, ტვიშში,კონკრეტულად კარავში. ანუ, იქედან თუკი მოადგები პირველ გადაკეტვას, სადაც არის კომპანიის სამუშაო მოედანი ჩვეულებრივად შეგიძლია იქიდანაც დაინახო მიმდინარეობს, თუ არა სამუშაო პროცესი. ამიტომ, დაიძრებიან ისინი ,ნახავენ არის თუ არა მართლაც სამუშაო პროცესი”, – განაცხადა გოლეთიანმა.

 

 

მისივე განმარტებით, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს მიუვიდათ ინფორმაცია, რომ ჰესის სამუშაო პროცესი შეჩერებულია,თუმცა ტერიტორიის ნახვას მაინც აპირებენ.

 

 

“იგივე ესკალაციის მოლოდინი იქნება,სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. როცა ვამბობთ,რომ შევაჩერებთ, უნდა ვიმოქმედოთ,რომ შევაჩეროთ”, – აცხადებს გოლეთიანი.

 

 

მისი თქმით, პრვენციული აქციები, რა თქმა უნდა, გრძელდება.

 

 

“ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ არ მივმართავთ ძალადობის მოქმედებას, რომ რაღაც იერიში მივიტანოთ რამეზე. პირიქით , ძალადობის ფორმას კატეგორიულად ვემიჯნებით, რომ რაღაც დაზიანდეს , მათ შორის თუნდაც ეს ბარიკადი. ამასაც არ ვიზიარებთ. თუმცა, ის რომ კომპანიას ხელი არ შევუშალოთ და მან ჩვეულებრივად გააგრძელოს ხეობაში მუშა პროცესი ჩვენ ვიგრძნობთ თავს დამნაშავედ. ზოგადად, “ენკასთვის” სიურპრიზია ის, რომ ჩვენ ვნახავთ ამ სამუშაოს. ის ,რომ იქ მიდიან ჩვენი თანამებრძოლები ,ვნახულობთ და ამ პროცესს უახლოვდებიან,ბუნებრივია, ამიტომ ჩერდება სამუშაო პროცესი,თორემ, ის რომ კომპანიაზე რაღაც იერიშს მივიტანთ ამას არ ვიზიარებთ, არც გავაკეთებთ და ამ ნაწილში არავის შეეშინდება”, – აცხადებს გოლეთიანი.

 

 

 

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისი ხონის გზაზე ავარია მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისი ხონის გზაზე ავარია მოხდა. როგორც ,,მეგა ტვ" წყარომ განუცხადა  შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ კუხის ტერიტორიაზე მოხდა.  მისივე ცნობით, ავარიის შედეგად ერთი ავტომობილი აალდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არაა....

დაწვრილებითDetails

“სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის, “ქართული ოცნება“ ცდილობს, დაასამაროს დემოკრატია, ასევე, სამარცხვინოა, რომ გახარიას პარტია კეკლუცობს” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა, რაშიაც “ქართული ოცნება” ამყოფებს ქვეყანას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა დღეში ჩააყენა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლო, როგორ ასამარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში ,...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვის უმზადებს დიდ სიურპრიზს ოქტომბრის ბოლო კვირა – ასტროლოგები ზოდიაქოს სამ ნიშანს ასახელებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ოქტომბრის ბოლო კვირა სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის შესაძლოა მოულოდნელი სასიამოვნო ცვლილებების პერიოდი აღმოჩნდეს! კურო: შესაძლოა, მიიღოთ სიახლე, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. ფინანსურ საკითხებში ან პირად ცხოვრებაში მოულოდნელმა შესაძლებლობამ თქვენი განწყობა საგრძნობლად...

დაწვრილებითDetails

მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ 60 წლის კაცს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

მამუკა მანიას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა — ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 60 წლის მსჯავრდებულის საქმეზე დასკვნითი პროცესი დასრულდა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ გადაწყვეტილება მიიღო. მამუკა მანიას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას...

დაწვრილებითDetails

3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
თავის ტკივილი და გამომწვევი მიზეზები
მთავარი

თავის ტკივილი 200-ზე მეტი დაავადების სიმპტომია. ზოგიერთი სახის თავის ტკივილი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, მაგალითად შაკიკი. ასე რომ, ადამიანი მემკვიდრეობით იღებს გარკვეულ გენებს, რომლებიც გარკვეულ გარემოებებში იწვევს თავის ტკივილის შეტევებს. შაკიკი...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც მგზავრებს ტრანსპორტით გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში თანხის დაბრუნებას გაუმარტივებს. ახალი წესების თანახმად, მგზავრებს თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნა სტანდარტული ფორმის საშუალებით შეეძლებათ. რეგულაციას მხარი 652-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული...

დაწვრილებითDetails

“ვადაგასული სურსათი გამოავლინეს” – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერეს შპს ,,ილოვატო-111“-ის (ს/კ 445629053) პურის საცხობს, სადაც გამოვლინდა კრიტიკული...

დაწვრილებითDetails

„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება
მთავარი

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამძიმრის წერილი გაავრცელა „დინამო თბილისმა“, სადაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება: „საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი გუნდის ყოფილი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"