ქუთაისში, ბროსეს ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ერთმანეთს სამართალდამცველები და ბოშები დაუპირისპირდნენ. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლოა, ის დაწესებულ რეგულაციებს მოჰყვა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სამართალდამცველები და მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მათი თქმით, ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ქუთაისის განყოფილების უფროსი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე.










