LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სხვებისგან ვიცოდი, რომ კიდევ ჰყავდა გაშვილებული ტყუპი და კიდევ ორო გოგო – რას ყვება გაშვილებული ქალი

სხვებისგან ვიცოდი, რომ კიდევ ჰყავდა გაშვილებული ტყუპი და კიდევ ორო გოგო – რას ყვება გაშვილებული ქალი

დაპოსტა 2023/08/21-ში
A A
2k
ნახვა
გაზიარება

“ჯგუფის “ვეძებ” მეშვეობით ერთი წლის წინ ვიპოვე დედმამიშვილები და კიდევ ერთი გაშვილებული დაც. თავადაც გაშვილებული ვარ. დავიბადე 1980 წლის 6 აგვისტოს. ჩემი და, რომელიც ვიპოვე, 1981 წელს დაიბადა. ვინც გაგვაშვილა, მას ჩვენ გარდა კიდევ ოთხი შვილი ჰყავს, რომლებიც მასთან გაიზარდნენ. ჩვენ – ორი გოგო გაგვაშვილა სხვადასხვა ოჯახში: მე თბილისში, ნინო – სენაკში. ახლა გავიგეთ, რომ კიდევ ჰყოლია გაშვილებული ტყუპი გოგო-ბიჭი, 1982 წელს დაბადებულები. ერთი ტყუპისცალი – ბიჭი ფოთში გაუშვილებია, გოგო კი არ ვიცით, სად. მათ გარდა გაუშვილებია კიდევ ორი გოგო: ერთი – დაბადებული 1983 წელს და მეორე – 1984-ში. გამშვილებელი ოჯახი ადრე ცხოვრობდა შხეფში, სენაკის რაიონში, მერე გადავიდნენ სენაკში და ახლა ცხოვრობენ ხობის სოფელ ნოჯიხევში. ვეძებთ დანარჩენ გაშვილებულ და-ძმებს. თუ ვინმეს გეცნობათ ან იცით ამ ამბის შესახებ რაიმე, გთხოვთ, შემეხმიანოთ პირადში. წინასწარ გიხდით მადლობას”, – ეს ამონარიდია სალომე შურღაიას წერილიდან.

ამ ქალბატონმა უკვე მოინახულა ბიოლოგიური დედა, მამა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ მასთან ურთიერთობა არ აქვთ ბიოლოგიურ დებს და ძმას, გარდა ნინოსი, რომელიც თავის დროზე ასევე გააშვილა ოჯახმა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან

– ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკის ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს მითხრა დედამ, რომ აყვანილი ვყავდი. ეს ამბავი ჩვეულებრივად მივიღე, მისთვის საყვედური არ მითქვამს… თუმცა ცხადია, როგორც ყველას, მეც მაინტერესებდა, სად და როგორ ცხოვრობდნენ ჩემი ბიოლოგიური ნათესავები… გავიდა წლები და როცა სოციალურ ქსელში გამოჩნდა ჯგუფი “ვეძებ”, მეც გამოვაქვეყნე პოსტი და ამის შემდეგ დავიწყე მათი ძებნა. სხვათა შორის, ძალიან კარგი გამზრდელი დედა მყავს, მამაც კარგი ადამიანი იყო (სამწუხაროდ, 13 წელია, რაც მხარში აღარ მიდგას, გარდაცვლილია). ბიოლოგიურ მშობლებს კიდევ ერთი გოგონა რომ ჰყავდათ გაშვილებული, ესეც აღმზრდელი დედისგან ვიცოდი.

– მან ეს საიდან შეიტყო?

– მე რომ ამიყვანეს, ერთ წელიწადში დაიბადა ჩემი და ნინო და, თურმე, ჩემებს შესთავაზეს, ხომ არ აიყვანთო? დედას უნდოდა ისიც ეშვილა, ერთად გაიზრდებიანო, მაგრამ ბაბუას უთქვამს, – შვილო, ახლა არ მაქვს საშუალება და იქნებ, მოგვიანებით მოვიყვანოთო, მაგრამ ამასობაში გამოჩნდა პატარას აყვანის მსურველი და ნინო სენაკში იშვილეს.

ჰოდა, სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნებიდან, დაახლოებით, ერთ საათში შემეხმიანა გოგო, რომელმაც მითხრა: შხეფში ბიძა მყავს და რამეს მაინც გაგიგებო. მან მაპოვნინა ნინოც და მერე ბიოლოგიურ ოჯახსაც მივაგენი… მათთან ახლახან ჩავედი.

– როგორ მიგიღეს?

– რა გითხრათ? ერთ-ერთ დისშვილს მანამდე ვესაუბრე და ის მიმყვა. ცოტა ხნით ადრე გაუფრთხილებია ჩემი ბიოლოგიური დედა, – მოვაო, რომ ძალიან მოულოდნელიც არ ყოფილიყო ჩემი სტუმრობა მისთვის. ჩვეულებრივად მიგვიღო და ისტერიკა არც მე დამმართვია, მშვიდად ვისაუბრეთ, მერე წამოვედი და ამით დამთავრდა ყველაფერი… სხვებისგან ვიცოდი, რომ კიდევ ჰყავდა გაშვილებული ტყუპი და კიდევ ორო გოგო, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ შეიძლება მათ გარდა კიდევ ჰყავდეს გაშვილებული ბავშვი… წყარო

გაზიარება787

დაკავშირებული -პოსტები

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

თბილისში საბურთალოს ტერიტორიაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი -  როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციას...

დაწვრილებითDetails

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – მაია კოხტაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის. “მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე”, – ამბობს ექიმი. “მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო...

დაწვრილებითDetails

“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე
მთავარი

საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე ავრცელებს. როგორც ახობაძე წერს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მისი სახლის წინ ხდება - აქტივისტის...

დაწვრილებითDetails

მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა
მთავარი

13 სექტემბერს, საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის...

დაწვრილებითDetails

რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი მაია ბითაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“მოსახლეობა დღეს იმაზე მეტად მობილიზებული, მშვიდი და თავდაჯერებულია, რომ 26-ში ჩვენ მშვიდად უნდა მივცეთ ხმა საქართველოს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად ძალიან მშვიდად ჩაივლის”- მაია ბითაძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა. შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც თინათინ რუხაძემ 28 ივლისს პოსტი დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში რუხაძემ გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს
მთავარი

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს: „ზეგონიერ სისტემებს შეუძლიათ, ადამიანების გადაშენება გამოიწვიონ“ და მთავრობას მოუწოდებს, რომ მათი შემუშავება აკრძალოს“ (ავტორი - შივალი...

დაწვრილებითDetails

არ დავთმობთ – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
” შვილებთან ერთად საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმენდთ”-ნიკო კვარაცხელიას დედა  ბრალდებულების მშობლებს მიმართავს
მთავარი

5 წელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან - მოკლული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ "არ დათმობს სამართლებრივ ჭრილში, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს". იზა ომაძე გამოქვეყნებულ პოსტში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთს, მკვლელებს და ამ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
ეკონომიკა

2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური...

დაწვრილებითDetails

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელია დარეგისტრირებული. „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები წელს ახალი სასკოლო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"