ხვალ გველოდება საკმაოდ მაღალი ტემპერატურა – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ ქვაჩაკიძემ განუცხადა.
“ტემპერატურა იქნება 37-38 გრადუსის ფარგლებში. ხვალ საღამოდან უკვე უნდა დაიწყოს კლება და ხანმოკლე წვიმები უნდა გაგრძელდეს კვირა-ორშაბათი.
შესაძლოა ცალკეულ პერიოდებში ძლიერი წვიმა იყოს. წესით ივლისში 32-34 გრადუსზე მაღლა ტემპერატურა არ უნდა ავიდეს, მაგრამ ასეთი ანომალიები როგორც ხვალ არის, შეიძლება ცალკეულ დღეებში გამოჩნდეს.” – განაცხადა ავთანდილ ქვაჩაკიძემ.









