ქუთაისის 20 სკოლაში სწავლა შეჩერებულია. სასწავლო პროცესის შეწყვეტა ბუნებრივი აირის გათიშვას მოყვა, რამაც თავის მხრივ სკოლებში გათბობის სისტემის გამორთვა განაპირობა. საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით პრობლემა ხვალ უკვე აღმოიფხვრება.
ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში...









