პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ამერიკის ელჩი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
„სწრაფად უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა, რადგან მნიშვნელოვანია. ყველა პარტიის ლიდერს უნდა სიტუაცია განიმუხტოს და ყველაზე მთავარი გამოწვევაა მთელი ქვეყნისთვის. ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის.
ღია ვართ ჩვენ იმისთვის, რომ თუ ვინმეს სურვილი აქვს დაგველაპარაკოს. ველოდებით კოლაბორაცია გაგრძელდეს, როგორც მთავრობასთან, ასევე მედიასთან და ყველასთან მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.