ხელისუფლების ასეთი მარში მიხეილ სააკაშვილისადმი არის უგუნური საქციელი – ამის შესახებ პარტიის “ლელო საქართველოსთვის” იმერეთის ბიუროს საარჩევნო ექსპერტმა ივანე კაპანაძემ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს გადაცემაში “დისკურსი” განაცხადა.
“ხელისუფლების ასეთი მარში მიხეილ სააკაშვილისადმი არის უგუნური საქციელი. უკრაინა ევროპული ქვეყანაა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა და მის საქმეში ჩარევა, თან ასეთი ფორმით არის არასწორი და ცუდ შედეგს მოიტანს ხელისუფლებისთვის.
მიხეილ სააკაშვილმა ნახა ახალი ასპარეზი. უკრაინა არის ათჯერ მეტი და ახლა ის რას, როგორ გააკეთებს იქ, უკრაინელი ხალხის და მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია. იქ სერიოზული ბრძოლები იქნება. ჩვენ რომ გვყავს ერთი ოლიგარქი, უკრაინას ჰყავს ცხრა და მეტი. იქ ათასი წინააღმდეგობები იქნება და ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ მათ პოლიტიკაში.
რაც შეეხება საკაშვილის როლს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის რომ მიშა ახლა მოდის საქართველოში არჩევნებზე და უნდა გაიმარჯვოს, ამას ვეღარ იტყვიან. მიშა არ მოვა საქართველოში, მიშა არის უკრაინაში და აპირებს უკრაინაში მოღვაწეობას წლების განმავლობაში. ესაა ფაქტი და ის რომ მიშა მოდის და შეგეშინდეთ, დამთავრებულია.” – განაცხადა პარტიის “ლელო საქართველოსთვის” იმერეთის ბიუროს საარჩევნო ექსპერტმა ივანე კაპანაძემ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს გადაცემაში “დისკურსი.”
7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვებგვერდზე გავრცელდა.
22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. თუმცა 30 აპრილს მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია.










