”ხელისუფლებამ ყველანარი წითელი ხაზი გადაკვეთა და დაემსგავსა ჩვენი ოკუპანტის ცხოვრების წესს” – ორგანიზაცია ”რუსეთი ოკუპანტია” სოლიდარობას უცხადებს ენმ-ს და გაერთიანებულ ოპოზიციასს და განცხადებას ავრცელებს.
”ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის და ენმ-ს მიმართ ბოლო დროს, ადგილობრივი ხელისუფლების და პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მიერ განხორცილებრულ ძალადობას და უმსგავსო ქმედებას ემიჯნება სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” ქუთაისისის ორგანიზაციის დამფუძნებლები და სოლიდარობას უცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციას და პარტიას ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. აღნიშნული ქმედებით (ადგილობრივმა) ხელისუფლებამ ყველანარი წითელი ხაზი გადაკვეთა და დაემსგავსა ჩვენი ოკუპანტის ცხოვრების წესს. იმ ქვეყნის წეს რომელთანაც ჩვენ ხელისუფლებას ძალიან ბევრი საერთო აქვს! რუსეთი ოკუპანტია! დიდი გამარჯვებების წინ ქაოსი იჩენს თავს და ეს ჩვეულებრივი ამბავია!” – ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისის ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან იმედა ონიანი, გიორგი გველესიანი, ნიკოლოზ დეისაძე, ბექა ჭაჭიაშვილი და თეიმურზ ცამციშვილი.
შეგახსენებთ, ქუთაისში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ”ქართული ოცნების” ოფისის კარის სახელური დააბოქლომა, სადაც მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით ”ქართული ოცნების” წევრებმა და მხარდამჭერებმა ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”გაერთიანებული ოპოზიციების” ოფისები დაარბიეს. შენობებს ესროლეს კვერცხები და ცოცხები, იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. შემთხვევის ადგილებზე მდგომარეობის განეიტრალებას საპატრულო პოლიცია ცდილობდა.
დღესვე მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს გრიგოლ ვაშაძემ და გიორგი ვაშაძემ.