“ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარი სახე ლადო აფხაზავაზე თავდასხმით, რომელიც აქტიური მოქალაქე და გამორჩეული მასწავლებელია.
ეს თავდასხმა დაემთხვა ლადოს გააქტიურებას და სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას. ლადოზე თავდასხმა არის ადამიანებისა და ჩვენი ღირსეული პედაგოგების დაშინების მორიგი მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან.
ძალადობას საერთო არაფერი აქვს არც დემოკრატიასთან და არც ევროპასთან.
კატეგორიულად ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას! ამ დანაშაულისთვის ყველა დამნაშავემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე.
ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს არჩევანია ევროკავშირი და მსგავსი ქმედებებით ქართველ ხალხს, ქუჩაში გამოსულ საამაყო ახალგაზრდებს ვერ შეაშინებენ!” -წერს გიორგი ვაშაძე ლადო აფხაზავაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით
” ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ძალადობა პარლამენტის დარბაზში ბევრჯერ გვინახავს” – თინა ბოკუჩავა
ადამიანი, რომელიც ღიად, კამერების წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში - ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ...










