ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ქუთაისში არსებული 124-დან 20-ის გადათვლას და რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სამთავრობო კანდიდატმა ოპოზიციურს კანდიდატს 2 222 ხმით გაუსწრო, ხოლო 2 396 ხმა ბათილი იყო. ასევე, რიგ უბნებში არ ჯდება ბალანსი და ამასთან, კოვიდუბანში არ იყო დაცული ფარულობის პრინციპი.
“კოვიდუბანზე დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა იყო 518, აქედან მონაწილეობა მიიღო 441 და მხოლოდ 68 ხმა აიღო ოპოზიციურმა და 356 — ქართული ოცნების კანდიდატმა.
15 არის ბათილი. კოვიდუბანზე, სადაც არ მოქმედებდა არანაირი ფარულობის პრინციპი, მათ შორის ამ უბანზე არის დისბალანსი.
შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ ამ უბნის არა მხოლოდ გადათვლას, არამედ გაბათილებას, იმიტომ, რომ ამხელა სხვაობა, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია და მათ შორის, ფარულობის დარღვევის პრინციპის გათვალისწინებით, ეს არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. მერობის კანდიდატის თქმით, მანიპულაციების დამადასტურებელი ფაქტობრივი მტკიცებულებები აქვს.










