- Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მეორეს მინის ნამსხვრევებით ჭრილობა მიაყენა, მეორე პირმა კი საპასუხოდ დანა გამოიყენა.
დაშავებული ახალგაზრდები ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დანაშაულში მონაწილე პირები მხილებული არიან. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.









