ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ქუჩების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
15 ივნისს, 11:00 -დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება წერეთლის ქუჩაზე, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან ბალახვნის ცენტრამდე;
11:00-დან 13:00 საათამდე კი მე-12 საჯარო სკოლიდან ფოთის ქუჩის კვეთამდე.










