LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჯამრთელობისთვის საზიანო 4 ტიპის საკვებს ასახელებს

„ეს ნიშანი არ დააიგნოროთ“ – გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას მიმართავს

დაპოსტა 2026/06/20-ში
A A
310
ნახვა
გაზიარება

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ:

„დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ, რაღაც ადგილზე სველია და პირიდან ნერწყვი გადმოგდიოდათ, მაშინ ეს ნიშანი არ დააიგნოროთ.

ზოგადად, ნერწყვდენა შეიძლება, ბევრი რამით იყოს გამოწვეული, მაგრამ შემთხვევათა, დაახლოებით, 20-30% -ში გასტროეზოფაგური რეფლუქსია მიზეზი.

კუჭის შიგთავსი საყლაპავში ან არ უნდა ამოდიოდეს, ან თუ ამოვა, მხოლოდ მცირე მოცულობით და იშვიათად. მაგრამ, როდესაც ადამიანს გასტროეზოფაგური რეფლუქსი აქვს, კუჭის მჟავა შიგთავსი უფრო დიდი მოცულობით და უფრო ხშირად ამოსდით საყლაპავში. როგორც კი კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში ამოვა, იქ არსებული გემორეცეპტორები თავის ტვინს გადასცემენ ინფორმაციას, თავის ტვინში ცდომილი ნერვი გააქტიურდება, ის კი ადამიანის სანერწყვე ჯირკვლებს გაააქტიურებს. განსაკუთრებით ყბისქვეშა ჯირკვალს. ამის ფონზე, პირის ღრუში დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოიყოფა და მთელი ღამის განმავლობაში ადამიანს პირიდან გადმოსდის.

ეს უფრო ხშირად ემართება მათ, ვინც საღამოობით დიდი მოცულობის საკვებს მიიღებს და მაშინვე იძინებს. ან თუნდაც მიიღოს მცირე მოცულობით და მაშინვე დაწვეს. ეს ცუდი იდეაა, იმიტომ, რომ როცა საკვებს მიიღებთ და მაშინვე დაწვებით, კუჭი იწყებს მონელებას, გამოყოფს მარილმჟავას, პეფსინს, სხვა ფერმენტებს, რომ ეს შიგთავსი მოინელოს. როდესაც წვებით, კუჭი და საყლაპავი ერთ დონეზეა. ფერმენტებიანი და მჟავა არე საყლაპავისკენ გადადის, ამიტომაცაა, რომ მთელი ღამის განმავლობაში სანერწყვე ჯირკვლების აქტივაციით, დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოიყოფა.

დილით რომ გაიღვიძებთ, ეს ნიშანი არ დააიგნოროთ. პრობლემის მოგვარების ორი გზა არსებობს – მედიკამენტური და არამედიკამენტური. არამედიკამენტურზე ვისაუბრებ:

პირველ რიგში, დაწოლასა და საკვების ბოლო მიღებას შორის სულ მცირე 3 საათი და მეტი უნდა იყოს გასული. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო უკეთესი. მაგრამ, სულ მცირე, 3 საათია საჭირო, რომ კუჭმა მონელება დაამთავროს და უკუსადინებელი საყლაპავში აღარაფერი დარჩეს.

მეორე, დიდი მოცულობის საკვები არ უნდა მიიღოთ. თუ დიდი მოცულობის საკვებს მიიღებთ, უკუდინების უფრო მეტი შანსია.

მესამე, საღამოობით ცხიმიან საკვებს, ალკოჰოლს, შოკოლადს, ცხარე საკვებს უნდა მოერიდოთ.

გარდა ამისა, როდესაც დაწვებით, ბალიში ყოველთვის გამოიყენეთ, რომ თავი უფრო მაღლა იყოს, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილია.

რაც ჩამოვთვალეთ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. მაგრამ, ასევე უნდა გადაამოწმოთ, ნამდვილად გაქვთ თუ არა გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ამის შემოწმება საყლაპავის ენდოსკოპიური გამოკვლევით შეიძლება. პაციენტები ზონდირებას ეძახიან – ბევრს არ უყვარს იმიტომ, რომ რთული გასაკეთებელია. სხვა გზა შეიძლება, იყოს საყლაპავის ph-მეტრია, ან კვლევა ე.წ. ბარიუმის ფაფით. პაციენტს სპეციალური კონტრასტი ეძლევა და რენტგენოსკოპიული გზით ვნახულობთ, შიგთავსი კუჭიდან საყლაპავში ადის თუ არა.

აღნიშნული კვლევები შეგიძლიათ, ჩაიტაროთ, რომ დაიდასტუროთ, ნამდვილად გაქვთ თუ არა ეს დაავადება ან რამე უფრო სერიოზული ხომ არ გჭირთ იმიტომ, რომ ეს ნიშანი საყურადღებოა. არასდროს დააიგნოროთ, იქ შეიძლება, რაღაც უფრო სერიოზულიც ხდებოდეს.

ისიც გახსოვდეთ, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირად ნერწყვდენა ფიზიოლოგიურია და საყურადღებო და სახიფათო არაფერია. მოხუცებში, ვისაც აქვს პარკინსონის დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება, ინსულტი, მათ შემთხვევაშიც ეს პრობლემა საკმაოდ ხშირად გვხვდება იმიტომ, რომ ისინი კარგად ვერ ყლაპავენ“,- ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

გაზიარება124

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"